განცხადება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით » ICDI.GE

განცხადება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით

ავტორი icdi, 23-07-2017, 19:38 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშიდებით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმის გამოძიება ჭიანურდება და საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაცია კვლავ უცნობია.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ვგმობთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტს. დაზარალებულის და მისი ადვოკატის განცხადებით, იგი თბილისში ქართულენოვანმა პირებმა დააკავესდა აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს. ამასთანავე, მას აღენიშნება მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ევროკავშირი, სამოქალაქო საზოგადოება და მათ შორის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მრავალგზის მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დროულად გამოეძიებინა ჟურნალისტის საქმე. გამოძიება ჭიანურდება და დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის ისევ უცნობია.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კი კვლავ პატიმრობაში იმყოფება. ამასთანავე, ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე მიღებულ სპეციალურ რეზოლუციაშიც ხაზგასმულია, რომ მნიშნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი მოჰფინოს ყველა იმ ეჭვს, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობას ძალის გამოყენებით ჟურნალისტის გაუჩინარებაში, მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს, მუხთარლის საქართველოში, საკუთარ ოჯახში დაბრუნება.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო საქმის ობიექტური და დეტალური გამოძიებისთვის, თუმცა პროცესი ცალსახად ფერხდება, რაც ლახავს ქვეყნის  იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას  საქართველოში, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნის კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, დემოკრატიული, ღირსეული განვითარების გზაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს საზოგადოების დეტალური ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ობიექტურად იქნას გამოძიებული აფგან მუხთარლის საქმე და დაისაჯონ დამნაშვეები. ამასთანავე, საქმისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, უზრუნველყოს შესაბამისი უწყებების პირველი პირების დაბარება და მათი მოსმენა კომიტეტზე მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ხოლო საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა დროულად გაეცეს პასუხები აღნიშნული საქმის ირგვლივ არსებულ შეკითხვებს“, - ნათქვამია განცხადებაშია.

განცხადებას ხელს 65 ორგანიზაცია აწერს, ესენია: ლიბერალური აკადემია თბილისი; თავისუფალი არჩევანი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ევროპის ფონდი; ფონდი ”ღია საზოგადოება -საქართველო”; რონდელის ფონდი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება;  საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია; ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;  მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის; სტუდია რე; ახალგაზრდული ალტერნატივა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საზოგადოებრივი განვითარების აკადემია; საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი; ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო; სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი; ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოება"; ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის; საქართველოს პრესის ასოციაცია; წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების; მსხვერპლთა ფსიქო - რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი “ემპათია“; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; გადავარჩინოთ მომავალი თაობა; პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; ასოციაცია „თანხმობა“; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ასოციაცია ,,დეა“; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი; ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"; ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი; თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები; ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი; რეპატრიანტთა კავშირი; ახალგაზრდული ასოციაცია დრონი; კვლევების ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია; კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი"; მეგობრობის ხიდი ქართლოსი; საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი; კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი;  ფონდი "კავკასიის ეკოლოგია"; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; მეწარმე ქალთა ფონდი; სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი; მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია; ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის; მეწარმე ქალთა ფონდი; ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი; საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი; საქართველოს ასოციაცია ”ქალი და ბიზნესი”; ასოციაცია ათინათი; ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი; ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“; კავკასიური მოზაიკა; პედაგოგთა კავშირი ,,განათლება და სამყარო“; ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160