ICDI- VII ჯგუფის ტრენინგები წარმატებით დასრულდა
11 - 15 ივლისს გადამზადდა პროექტის ,,ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის“ მეშვიდე ჯგუფი.
პროექტის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაეცნენ საარჩევნო სამართლის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული სამართლის, დავების, ჩართული მხარეების უფლებამოსილებების, გენდერული საკითხების, კონფლიქტების, კომუნიკაციასა და გუნდურ მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ICDI მადლობას უხდის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისათვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებას.
ICDI-ის საორგანიზაციო ჯგუფი მოხარულია, რომ მონაწილეებმა დადებითად და პოზიტიურად შეფასეს პროექტი.
ნახვები 1 229
