დაკვირვება საარჩევნო ადამინისტრაციის მოხელეთა გამოცდებზე
„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ (ICDI) დამკვირვებლები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდებიან.
20 ივნისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო.
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ შეადგინა 2569 (ქალი - 1827, კაცი - 742). საგამოცდო პროცესი 14 ივლისს დასრულდება.
გამოცდები მიმდინარეობს ელექტრონული ფორმით. გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობაა 1 საათი. გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
ნახვები 1 192
