ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის » ICDI.GE

ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის

ავტორი admin, 9-06-2017, 15:17 | კატეგორია სიახლეები


ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრისა“ და სსიპ- ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით 3 ივნისს დაიწყო პროექტი - ,,ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის“.


პროექტის „ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის“ მიზანია: პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისათვის.   

  

პროექტის ფარგლებში თბილისის ხუთ საარჩევნო ოლქში (ისანი, სამგორი, დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი) პარტიების წარმომადგენელთა და პოტენციურ კომისიის წევრთა საარჩევნო კვალიფიკაციის ამაღლების, უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდება ტრენინგები არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებზე, საარჩევნო სისტემებზე, არჩევნებში ჩართულ მხარეებზე, მათ უფლებამოსილებასა და საარჩევნო ეთიკაზე; აგრეთვე კომუნიკაციაზე, გუნდურ მუშაობაზე, კონფლიქტების მართვასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 19 კვალიფიციური და 8 არაკვალიფიციური პარტიის 165 წარმომადგენლის გადამზადება მიმდინარე წლის 15 ივლისის ჩათვლით.


3-7 ივნისს გადამზადდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული პირველი ჯგუფი.


დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი პირველი ჯგუფის წევრებს ულოცავს ტრენინგების კურსის წარმატებით დამთავრებას !


ცენტრი აგრძელებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გადამზადებასა და ავითარებს საზოგადოების  სწორ აქცენტებს  დედაქალაქის განვითარებისათვის !

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160