ICDI-ის განცხადება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს ქალაქ ბათუმში 11 და12 მარტს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით. ორგანიზაცია გმობს ძალადობისა და ვანდალიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებებს, რა მიზნითაც არ უნდა ყოფილიყო ჩადენილი. მოუწოდებთ სახელმწიფოს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს აწარმოონ სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება უმოკლეს ვადებში. მაქსიმალური კორექტულობა მოეთხოვება ყველა მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური პარტიის წევრებს, რათა არ მოხდეს მოვლენების ხელოვნური გამძაფრება და არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო ესკალაცია.
ნახვები 1 241
