დისკუსია საზოგადოებრივი არხის რეფორმასთან დაკავშირებით
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) გამგეობის წევრმა ტატო ირემაძემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების დაანონსებული რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები“.
შეხედრაზე, მომხსენებლებმა ნინო ზაუტაშვილმა და ზვიად ქორიძემ აუდიტორიას გააცნეს ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებისა და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი ტატო ირემაძე, შეხვედრაზე შეეხო იმ მნიშვნელოვან საკითხებს რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მიერ დაანონსებულ რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს: საკადრო პოლიტიკის გადახედვას, თანამშრომელთა შემცირებას, გადაცემების მოსალოდნელ დახურვას და სხვა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე გადაწყვეტილებების მაქსიმალური გამჭირვალობა და პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საზოგადოების ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართულობა პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ ტელევიზიაში მომუშავე თანამშრომლების უფლებების დარღვევა და გამჭირვალე, დემოკრატიული მედიის შეფერხება. ტატო ირემაძეს, ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს როლი, პროცესის სამართლებრივად წარმართვისათვის. მისი აზრით, დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში სწორედ სამეურვეო საბჭოა მმართველობის ინსტანციებში ის ერთადერთი ბერკეტი, რომელსაც შეუძლია ტელევიზიის უსამართლო და ბუნდოვან გეგმაზე უარი თქვას.
ნახვები 1 030
