დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) განცხადება » ICDI.GE

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) განცხადება

ავტორი icdi, 8-02-2017, 19:00 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები



დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) განცხადება სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით.

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რომელსაც არ ძალუძს არსებითი ცვლილებები შეიტანოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ სივრცეში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

მიგვაჩნია, რომ ვიდრე ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ათასობით ადამიანს არ მიეცემა შესაძლებლობა დაუბრუნდეს საკუთარ სახლ-კარს და მონაწილეობა მიიღოს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ნებისმიერი პროცესი, მათ შორის რეფერენდუმი, მოკლებული იქნება კანონიერ საფუძვლებს და ვერ განსაზღვრავს ცხინვალის რეგიონისა და მისი მოსახლეობის მომავალს.

აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის მორიგ მცდელობას, რომელიც სრულად უგულებელყოფს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის ფუნდამენტურ პრინციპებს და მიზნად ისახავს დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის ნგრევას.

მტკიცედ გვწამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გამოიჩენს პრინციპულობას რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების მიმართ და ადეკვატურ შეფასებას მისცემს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმს, როგორც კრიმინალური რეჟიმის მიერ ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგიტიმაციის კიდევ ერთ მცდელობას.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160