პროექტი ,,ახალგაზრდული ბანაკები"
ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის” (ICDI) გამგეობის ხელმძღვანელმა - მერი კაპანაძემ ცესკოს მიერ ორგანიზებულ საგანმანთლებლო პროექტში ,,ახალგაზრდულ ბანაკებში” მიიღო მონაწილეობა.
პროექტის მიზანია არჩევნების პოპულარიზაცია და მონაწილეთა ინტერესის ამაღლება საარჩევნო პროცესებისადმი, ასევე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობრივი უფლებებისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესახებ.
პროექტის ფარგლებში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა დისკუსიის ფორმატში, ხოლო განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა:
- საარჩევნო პროცესში ადგილობრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი
- ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებები
ნახვები 246