,,UN75 Dialogues in Georgia”

ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,UN75 Dialogues in Georgia”, რომელიც მოიცავს საქართველოს მასშტაბით ინტერნეტის, ინტერნეტის გარეშე, ოფიციალური თუ არაფორმალური შეხვედრების, ასევე ონლაინ-დისკუსიებისა და გამოკითხვების წარმოებას ახალგაზრდებთან, რათა გაეროს ჰქონდეს მოსახლეობის მოსაზრებები, შეფასებები და მოლოდინები იმ გლობალური საკითხების მიმართ, რომლებიც განსაზღვრავენ თუ როგორი მომავლის შექმნა გვსურს, ვართ თუ არა სწორ გზაზე და რა მოქმედებებია საჭირო განსხვავებების შესამცირებლად.
ამიტომ მოგიწოდებთ ჩაერთოთ პროექტის განხორციელებაში, გაიაროთ რეგისტრაცია თქვენთვის სასურველ დროზე მოცემული ბმულის მეშვეობით:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSegS9Kfc1hK5XS6E3M8_g2ovqGsU2UR1m7P-5X3pDwNuuFe8Q/viewform?fbclid=IwAR3DfHPDtBOrDZv8ZqvAgElxGmg7FbjZIWWFgJ1YDc8gjYeHydSSJNSpMRg
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 ივნისი.
ჩვენი ონლაინ შეხვედრა-დისკუსიები გაიმართება 25 ივლისამდე ეტაპობრივად.
პირველი ეტაპისათვის ონლაინ-შეხვედრებისა და დისკუსიების განრიგი შემდეგია:
24 ივნისი 19:00 სთ
26 ივნისი 19:00 სთ
28 ივნისი 16:00 სთ
ასევე, არ დაიზაროთ და მონაწილეობა მიიღეთ გამოკითხვაში: https://un75.online/?lang=geo
ნახვები 1 815