ონლაინ შეხვედრა ,,ვიმსჯელოთ ერთად''

დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივის „ვიმსჯელოთ ერთად“ ფარგლებში გაიმართა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის” წარმომადგენელი.
შეხვედრის მთავარი საკითხები 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის (ეთიკის) კოდექსის პროექტი და პანდემიის პირობებში მიმდინარე საარჩევნო საქმიანობების განხილვა იყო.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა განახლებული ქცევის (ეთიკის) კოდექსის პროექტში ასახულია ახალი გამოწვევების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინიციატივები, შესაბამისად, დღეიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ ქცევის კოდექსის წარდგენით სამოქალაქო სექტორთან ერთად დაიწყო სამუშაო პროცესი, იმისათვის რომ ერთობლივად შემუშავდეს საბოლოო დოკუმენტი.
ნახვები 1 722