შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის” წარმომადგენელმა- ანა აბულაძემ.
საარჩევნო ადმინისტრაციის 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტის განხილვა დღევანდელი შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა. შეხვედრაზე განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის 2020 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი შშმ პირთა მიმართულებით გასათვალისწინებელ საქმიანობებზე და ასევე დაიგეგმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მისაწვდომი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად ერთობლივი სამომავლო საქმიანობებიც.
ნახვები 1 710