პროექტი ,,ნამდვილი არჩევნებისთვის'' » ICDI.GE

პროექტი ,,ნამდვილი არჩევნებისთვის''

ავტორი icdi, 21-10-2019, 19:59 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები


ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი” (ICDI) სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ახალ პროექტს ,,ნამდვილი არჩევნებისთვის’’.

პროექტის განხორციელების არეალია საჩხერის მუნიციპალიტეტი.

პროექტის მიზნებია:

ახალგაზრდა ამომრჩევლების ინფორმირება საქართველოს არჩევნების ისტორიისა და თანამედროვეობის, სახელმწიფო მოწყობისა და ფორმირების წესის, აქტიური მოქალაქეობისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობის, საარჩევნო უფლებებისა და რეალიზების, გენდერული და ინკლუზიური არჩევნების, უსაფრთხო არჩევნებისა და დემოკრატიულ არჩევნებში ჩართული მხარეების როლის შესახებ.
ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაცია და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4-დღიანი ტრენინგები N50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისიაში კვალიფიციური ტრენერების მონაწილეობით.
ტრენინგების გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პროექტში მონაწილეობისათვის გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ელექტრონული აპლიკაცია და მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ტრენინგების თარიღები, იხ. ლინკი:

https://docs.google.com/forms/d/1wQWzjl-fX_Tu77moTXmSglDkuH-CcAAi5rCW4f9not8/edit

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი,2019 წელიскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160