პროექტი ,,გავაძლიეროთ ჩვენი უფლებები“

ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა“(ICDI) საქართველოში გაეროს წარმომადგებლობას ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტი ,,გავაძლიეროთ ჩვენი უფლებები“ ახალციხის მუნიციპალიტეტში.
პროექტის მიზანი იყო:
✓ ახალციხის ახალგაზრდების ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო“ დეკლარაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმების შესახებ.
✓ ახალციხის ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების დაცვის პოპულარიზაცია, სამოქალაქო კულტურისა და აქტივიზმის გაზრდა.
პროექტი მიეძღვნა 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებულ ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 71-ე წლის აღნიშვნას.
პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა კერძო და საჯარო სკოლებსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტის ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა - 97, რომელთაგან 52 ბიჭი და 45 გოგონა იყო.
ICDI საორგანიზაციო ჯგუფი მადლობას უხდის პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა პირსა და მონაწილეს!
ნახვები 1 882