პროექტის ,,UN75 დიალოგის'' შესახებ » ICDI.GE

პროექტის ,,UN75 დიალოგის'' შესახებ

ავტორი icdi, 10-06-2020, 09:33 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები


იცით, რას გულისხმობს UN75 Dialogues?


თუ ჯერ კიდევ არ გსმენიათ იმ არაჩვეულებრივი ინიციატივის შესახებ, რომელიც გაეროს ფარგლებში 193 სახელმწიფოში ერთდროულად ხორციელდება ქვემოთ მოგიყვებით მოკლედ, ხოლო ერთი თვის განმავლობაში ფართოდ განვიხილავთ ონლაინ-დიალოგების მეშვეობით ინიციატივასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.


მოკლედ, ასე:


75 წლის წინ 51 სახელმწიფომ ხელი მოაწერა გაეროს წესდებას, რომლითაც დაადასტურეს სურვილი და სწრაფვა იმ მიზნებისაკენ, როგორიცაა: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და საფრთხისა და სხვა აგრესიული აქტების მიმართ შესაბამისი კოლექტიური ზომების მიღება; ერთა შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარება თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპზე დაფუძნებით და საერთაშორისო მშვიდობის გაძლიერება; საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული საერთაშორისო პრობლემების გადასაჭრელად, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა დისკრიმინაციის აკრძალვის საფუძველზე; ასევე, საერთო მიზნებისა და კოლექტიური მოქმედების განხორციელებისათვის გაეროსათვის, როგორც გამაერთიანებელისა და შემათანხმებელი ორგანოს ფუნქციის მინიჭება.

1945 წელს გაეროს დაფუძნებით ქვეყნებმა უარი გამოუცხადეს კაცობრიობისათვის აღუწერელი მწუხარების მომტან ყოველგარ ქმედებას და გამოხატეს მზაობა ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და თანასწორობის მიმართ პატივისცემისა და რწმენის დამკვიდრებისათვის.


დღეს მსოფლიო რადიკალურად განსხვავებულია თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვცხოვრობთ დრამატული ცვლილებებისა და რთული გამოწვევების სამყაროში, კლიმატის კრიზისიდან დაწყებული, მოსახლეობის შეცვლისა და ტექნოლოგიის განვითარების უცნობ კურსამდე. ამასთან, ჩვენს პლანეტაზე ისევ იხოცებიან შიმშილით, ისევ იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის და ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენ ვსწავლობთ, ვასწავლით და გვაქვს შესაძლებლობები შევქმნათ უკეთესი მომავალი, მაგრამ, ჩვენ შეიძლება ცალ-ცალკე ვიყოთ უძლურნი არსებული პრობლემების მიმართ, თუმცა ერთად, ერთმანეთზე ზრუნვით, დახმარებით და ერთობლივი მოქმედებით, შევძლებთ მეტად გაძლიერებას და ყველა პრობლემის გადალახვას.


სწორედ უკეთესი მომავლის შესაქმნელად, გაეროს გენერალურმა მდივანმა - ანტონიო გუტერეშმა 2019 წლის 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2020 წელი უნდა დაეთმოს ყველაზე მასშტაბურ და შორს მიმავალ გლობალურ საუბრებს. შესაბამისად, ისტორიის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, გაეროს ეგიდით 193 წევრ-სახელმწიფოში ხორციელდება საერთაშორისო, გლობალური პროექტი ,,UN75”, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ყველას ინტერნეტის, ინტერნეტის გარეშე, ოფიციალური თუ არაფორმალური შეხვედრების მეშვეობით, კერძოდ, კითხვარების, დიალოგების, დისკუსიებისა და კონსულტაციების ფორმატით. UN75 პროექტის პარადიგმა მოიცავს 3 ძირითად კითხვას, კერძოდ, თუ როგორი მომავლის შექმნა გვსურს, ვართ თუ არა სწორ გზაზე და რა მოქმედებებია საჭირო განსხვავებების შესამცირებლად. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებების მეშვეობით გაერო მოუწოდებს ხალხს, მონაწილეებს, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი იდეები, მოლოდინები, შიშები, კრიტიკული მოსაზრებები, შეფასებები მიმდინარე და სამომავლო რისკებზე, შესაძლებლობებსა და გლობალური თანამშრომლობის გადაწყვეტის საშუალებებზე. ყოველივე ეს საფუძვლად დაედება გაეროს საერთაშორისო მიმართულებების განსაზღვრას და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებას, რაც უზრუნველყოს მსოფლიოს უკეთესს პერსპექტივებს. ამასთან, დამატებით აღსანიშნია, რომ გაეროს დაარსებიდან 100 წელი შესრულდება 2045 წელს, შესაბამისად, ამ პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში არსებობს დიდი მოლოდინი იმისა, რომ კაცობრიობა შეძლებს უკეთესი მსოფლიოს რეალიზებას.


ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივა საერთაშორისო ცენტრი“ (“ICDI”) გამოხატავს განსაკუთრებულ მადლიერებას ნდობისთვის და პასუხისმგებლობას, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოსა და გაეროს მიმართ, რადგან ჩვენ, როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, მოგვეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ისეთი მნიშვნელოვანი, გლობალური და საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში ადგილობრივ დონეზე, საქართველოს მასშტაბით, როგორიცაა UN75.


UN75 მიზნების შესაბამისად ICDI საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და სხვადასხვა თვითმმართველ და მუნიციპალურ ერთეულში, ძირითადად ახალგაზრდებთან, აწარმოებს ონლაინ შეხვედრებს, დიალოგებსა და გამოკითხვებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად;


თუ გსურთ, წვლილი შეიტანოთ უკეთესი მომავლის შენებაში, არ დაიზაროთ და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა კითხვარის მეშვეობით, იხილეთ შემდეგი ბმული: https://un75.online/

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160