სადამკვირვებლო მისიის ანგარიში » ICDI.GE

სადამკვირვებლო მისიის ანგარიში

ავტორი admin, 23-05-2019, 17:17 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები



ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ სადამკვირვებლო მისიის ანგარიში 2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით
 
წინამდებარე ანგარიში წარმოდგენილია ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ (ICDI) დამკვირვებლების მიერ 2019 წლის 19 მაისისშუალედური/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. სადამკვირვებლო მისიის ანგარიში მოიცავს პერიოდს 19 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით და ეფუძნება 4 აკრედიტირებული გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ N56 ჭიათურის ოლქის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო კომისიაში გაწეულ სამუშაო შედეგს.

სადამკვირვებლო მისიის მიზანია საარჩევნო პროცესის ზუსტი, ობიექტურიდა მიუკერძოებელი შეფასება, საარჩევნო პროცესების კეთილსინდისიერად წარმართვისათვის შესაბამისი გარემოებებისა და ასპექტების შესწავლა და სამართლებრივი რეაგირება და რეკომენდაციების შემუშავება მშვიდობიანი, სამართლიანი არჩევნებისა და საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებისათვის. დამკვირვებლებმა არჩევნების შეფასებისას იხელმძღვანელეს საერთაშორისო სტანდარტებით, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და ცესკოს (ცენტრალური საარჩევნო კომისია) სამართლებრივი აქტებით.

არჩევნები დემოკრატიის აუცილებელი პირობაა, ხოლო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ კოპენჰაგენის დოკუმენტის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დამკვირვებელთა ჩართულობა არჩევნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესების ხარისხის გაუმჯობესებას.

ICDI დამკვირვებლები მისიის განხორციელებისას მოქმედებდნენ/მოქმედებენშემდეგი პრინციპებით:

 კანონის უზენაესობა

 ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა

 საარჩევნო სუბიექტების მიმართ მიუკერძოებლობა და საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ არ გამოხატვა

 მისიის განხორციელება მიუკერძოებლად, გამჭირვალედ, ზუსტად და ობიექტურად.

ICDI დამკვირვებლები 2019 წლის 19 მაისის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით N56 ჭიათურის ოლქის მასშტაბით აკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდს შემდეგი მეთოდოლოგიით:

 თანმიმდევრულობა

 ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი დაკვირვება

 კენჭისყრის დღეს დეტალური ინფორმაციის შეგროვება და საზოგადოების ინფორმირება

 მიუკერძოებელი, გამჭირვალე და დამოუკიდებელი შეფასება

 საარჩევნო პროცესში ჩაურევლობა

 თანამშრომლობა საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან

ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ აგრძელებს 2019 წლის19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შემდგომ პერიოდზე დაკვირვებას და ამ უკანასკნელის შეფასება წარმოდგენილი იქნება სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში.

შეჯამება

2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისათვის ჭიათურის N56 ოლქის მასშტაბით დამკვირვებლები აკვირდებოდნენ საუბნო კომისიის წევრების ტრენინგების პროცესს, საოლქო და საუბნო კომისიების მუშაობის წესს, ამომრჩეველთა სიებს, საარჩევნო უბნის მოწყობისა და კენჭისყრის დღის პროცედურებს.

წინასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელთა ინფორმაციითა და შეფასებით გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

 საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობა მშვიდ, გამჭირვალე, სამუშაო გარემოში არსებული კანონმდებლობის დაცვით.

 სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის გამოირჩეოდა ორგანიზებულობით, თანმიმდევრულობით, დღის წესრიგის დაცვით, საკითხების სრულად, გასაგებად და ამომწურავად მსმენელთათვის მიწოდებით და ტრენერთა მაღალი კვალიფიკაცითა და პროფესიონალიზმით. ხოლო კომისიის წევრები ტრენინგის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი და შესასრულებელ დავალებებს კარგად ართმევდნენ თავს.

 საარჩევნო უბნებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის მონიტორინგისას, უბნებზე კომისიის წევრთა დასწრება იყო მაქსიმალური, მათ შორის, იყვნენ ხელმძღვანელი პირებიც (თავმჯდომარე/მოადგილე/მდივანი),სამუშაო პროცესი იყო მშვიდი, კანონმდებლობის დაცვით ჰქონდათ გამოკრული ამომრჩეველთა ერთიანი კედლის სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესი (ასევე, გადასატანი ყუთის სეიბი რიგ უბნებზე), სამართლებრივი აქტები (შესაბამისი კომისიის განკარგულებები და დადგენილებები), საოლქო და საუბნო კომისიების შემადგენლობა, საარჩევნო უბნების საზღვრები, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკონტაქტო ინფორმაცია, ასარჩევ კანდიდატთა სია, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ეთიკის კოდექსი,ხოლო რაც შეეხება სარეგისტრაციო ჟურნალს, მისი წარმოება მიმდინარეობდა დადგენილი წესის შესაბამისად (დახურვა და გახსნა, დოკუმენტაციის/განაცხადისმიღება და გაცემა).

 მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზის მიხედვით, ერთი საარჩევნო უბანიარ იძებნებოდა, რადგან ოთახი, რომელიც უბანს ჰქონდა გადაცემული სკოლის მიერ გამოყენებული იყო სკოლის რესურსისათვის, ასევე, კონკრეტულ დღეს გამოკრული არ იყო ამომრჩეველთა ერთიანი კედლის სია, საოლქო და საუბნო კომისიის შემადგენლობა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ეთიკის კოდექსი, თუმცა აღნიშნული ხარვეზები დამკვირვებელთა აქტიურობისა და რეაგირების საფუძველზე აღმოიფხვრა. ნიშანდობლივია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული აღნიშნული რისკ ფაქტორი არსებობს ნებისმიერ საარჩევნო უბანთან მიმართებით, რადგან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიები იქმნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები არჩევნები სმომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობას და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადასცემენ.

 არჩევნების წინა დღეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა N56 ოლქისსაარჩევნო უბნები მზად იყო არჩევნების ჩასატარებლად.

კენჭისყრის დღეს დამკვირვებელთა ინფორმაციითა და შეფასებით გამოიკვეთაშემდეგი გარემოებები:

 საარჩევნო უბნები გაიხსნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად 07:00 სთ-ზე.

 საარჩევნო უბნებზე კანონმდებლობის დაცვით კომისიის წევრთა უმრავლესობა იყო წარმოდგენილი.

 საარჩევნო უბნის გახსნის მომენტიდან პროცედურები წარიმართა თანმიმდევრულად კანონმდებლობის შესაბამისად; დაფიქსირდა ერთი მცირე ხასიათის ხარვეზი პროცედურების თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით,რომელსაც გავლენა არ მოუხდენია საარჩევნო პროცესების წარმართვაზე.

 წილისყრის პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის დაცვით, რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა კომისიის წევრის (პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“და პ/გ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ მიერ წარდგენილი პირები) მიერ წილისყრაში მონაწილეობაზე უარი ანდა წილისყრით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაზე უარი.

 რამოდენიმე უბანზე დაფიქსირდა მცირე ხასიათის ხარვეზი, რომელიც კომისიების მხრიდან დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა, კერძოდ, ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევა.

 არჩევნების დღეს დამკვირვებლები კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას შეუზღუდავად ახორციელებდნენ და დამკვირვებლის საქმიანობაში ჩარევა ანდა ხელის შეშლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 N56 ოლქსა და ამავე ოლქში შემავალ 58 უბანზე არ დაწერილა არცერთი საჩივარი.

 საარჩევნო უბნების დახურვა და ხმების დათვლის პროცესი წარიმართა კანონმდებლობის დაცვით, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე.

 შემაჯამებელი ოქმები შედგენილი იყო დადგენილი წესის დაცვით, რამოდენიმე შემაჯამებელ ოქმზე დაიწერა ახსნა-განმარტება და შესწორების აქტი.

 N56 ოლქში 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 18 558 შეადგენდა, რაც 43,26 პროცენტია.

 კენჭისყრის დღეს პროცედურები წარიმართა მშვიდად, გამჭირვალედ დაარსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

რეკომენდაციები:

საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ხელის შეშლის გარეშე წარმართვისათვის განისაზღვროს ისეთი ფართები, რომლებიც კომისიებისათვის გადაცემის მომეტისათვის სხვა დანიშნულებით არ იქნება გამოყენებული.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160