,,ახალგაზრდები არჩევნებისათვის” » ICDI.GE

,,ახალგაზრდები არჩევნებისათვის”

ავტორი admin, 23-05-2019, 10:16 | კატეგორია სიახლეები

ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის” ახალი პროექტი ,,ახალგაზრდები არჩევნებისთვის’’, რომელიც სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, განხორციელების აქტიურ ფაზაში შედის.


პროექტის ძირითადი მიზანია ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, კერძოდ: დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობის, საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესის, ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპის შესახებ ახალგაზრდა ამომრჩევლების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, ასევე მათი საარჩევნო პროცესში სამოქალაქო ჩართულობის დონის გაზრდა.


საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტი ,,ახალგაზრდები არჩევნებისათვის” განხორციელების ეტაპზე მოიცავს სხვადასხვა აქტივობას მათ შორის, ღია ცის ქვეშ ამომრჩევლებთან საინფორმაციო-საჯარო შეხვედრებს, ტრენინგებს და პროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე ახალგაზრდა ამომრჩეველთა მონაწილეობით ვიდეოების გადაღებას.
პროექტი ,,ახალგაზრდები არჩევნებისათვის” განხორციელდება საჩხერეში, ჭიათურაში, ქუთაისსა და ზესტაფონში.


ტრენინგების შესახებ დეტალური დღის წესრიგის გასაგებად ეწვიეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს:
საჩხერე - 30 მაისი, 2019 წელი
https://drive.google.com/…/1M8LSUVVEKH8oOyXSwi2E1fIZ1…/view…
ჭაითურა - 31 მაისი, 2019 წელი
https://drive.google.com/…/1bOWruiMAiP8v3lGvcVpV8ZLYk…/view…
ქუთაისი - 06 ივნისი, 2019 წელი
https://drive.google.com/…/13Hp_ljcdRw3jIDcho6M8ELK_0…/view…
ზესტაფონი - 07 ივნისი, 2019 წელი
https://drive.google.com/…/1964GLo1u6xKskRBm2Zf56F1Xv…/view…


ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია 27 მაისის ჩათვლით:
https://docs.google.com/…/1FAIpQLScx9BNsMkSX-OIUq…/viewform…
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ რეგისტრირებულთა შორის შერჩეული 20 საუკეთესო აპლიკანტი თითოეულ ქალაქში.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160