საგრანტო პროექტის ,,ჩემი არჩევანია!" ფარგლებში განახორციელა ამომრჩევლებთან შეხვედრები წყალტუბოში, ქუთაისსა და ზესტაფონში.
ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა" (ICDI) სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, საგრანტო პროექტის ,,ჩემი არჩევანია!" ფარგლებში განახორციელა ამომრჩევლებთან შეხვედრები წყალტუბოში, ქუთაისსა და ზესტაფონში.
პროექტის ,,ჩემი არჩევანია!"-ს მიზნებია 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონის (ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ქუთაისი და წყალტუბო) მოსახლეობის ინფორმირება და ამომრჩეველთა საარჩევნო პროცესში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლება.
ICDI-ის წარმომადგენლებმა ქუთაისში, ზესტაფონსა და წყალტუბოში 13-15 სექტემბრის შეხვედრებზე ამომრჩევლებთან განიხილეს დემოკრატიის მნიშვნელობა და აქტიური მოქალაქის როლი დემოკრატიის ჩამოყალიბებაში. პროექტის ფარგლებში შეხვედრები ასევე მოიცავდა მოსახლეობის ინფორმირებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. მოსახლეობასთან ინტერაქტიული საუბრები წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებებთან და კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხებზეც.
ამომრჩევლებს ორგანიზაციის მხრიდან გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები და სხვა ბრენდირებული მასალები.
ნახვები 1 445