საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის არჩევნების ქვეჯგუფის განცხადება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე » ICDI.GE

საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის არჩევნების ქვეჯგუფის განცხადება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე

ავტორი icdi, 3-09-2018, 16:24 | კატეგორია სიახლეები

 
საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის გამოცხადებამ კვლავ აუცილებელიგახადა, რომ პარლმენტმა იმსჯელოს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებისგანხორციელების თაობაზე .საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად და ორგანიზებულად ჩატარებისათვის, არჩევნებშიჩართული მხარეების (საარჩევნო სუბიექტები, საერთაშორისო და ადგილობრივიდამკვირვებელი ორგანიზაციები, მედია, საარჩევნო ადმინისტრაცია) უკეთ მომზადებისთვისაუცილებელია არჩევნების კონკრეტული თარიღის გაცილებით ადრე გამოცხადება,მაგალითად 90 დღით ადრე, რაც საშუალებას მისცემს პოლიტიკურ პარტიებს დასაინიციატივო ჯგუფებს უკეთ დაგეგმონ საარჩევნო კამპანიის მოსამზადებელი პერიოდი(ხელმოწერების შეგროვება, კანდიდატების რეგისტრაცია) და უშუალოდ საარჩევნო კამპანია.ფაქტია, რომ საქართველოში არსებული პრაქტიკა არჩევნების გამოცხადების ვადებთანდაკავშირებით არაპროგნოზირებადია, რაც ჩასატარებელი არჩევნების წინ სერიოზულდაძაბულობას იწვევს. მაგალითად 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის 27 ოქტომბრისარჩევნების თარიღი 2013 წლის 1 ივლისს გამოცხადდა, არჩევნებამდე 118 დღით ადრე. 2016წლის საქართველოს პარლამენტის 8 ოქტომბრის არჩევნების თარიღი 2016 წლის 3 ივნისსგამოცხადდა, არჩევნებამდე 126 დღით ადრე. 2017 წლის ადგილობრივითვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 22 აგვისტოს კანონმდებლობით დადგენილივადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე დაინიშნა.სერიოზული დაძაბულობის გარდა, არჩევნების თარიღის გაურკვევლობა განაპირობებსშემდგომში სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, იქიდანგამომდინარე, რომ დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის სხვადასხვა დროს სიებისრეგისტრაციისთვის განსხვავებული დრო განესაზღვრებათ. იმ შემთხვევაში კი, თუარჩევნების თარიღი გამოცხადდება ზუსტად 60 დღით ადრე , მაშინ დამოუკიდებელკანდიდატს ხელმომწერთა სიების წარდგენისთვის რჩება არარეალურად მცირე დრო, 10 დღე,ასევე პოლიტიკური პარტიების კანდიდატებთან შედარებით მათ რჩებათ მცირე დროსაარჩევნო აგიტაციისთვის, რაც უსამართლოა და ეწინააღმდეგება არჩევნებში პოლიტიკური

კონკურენციის და თანასწორობის პრინციპებს. ამავდროულად, გვსურს ხაზი გავუსვათ იმფაქტს, რომ პრეზიდენტის მიერ ოფიციალური თარიღის გამოცხადების დღემდე მედიით,განსაკუთრებით ტელევიზიით, მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, პარტიების მიერდასახელებული კანდიდატების წინასაარჩევნო აგიტაცია, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვანიაკონკრეტული კანდიდატებისთვის და პარტიებისთვის, რომელთაც ჰყავთ საკუთარიკანდიდატი დასახელებული, ვინაიდან ფორმალურად, არსებული კანონმდებლობითდადგენილი ვადები სერიოზული საარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ საქართველოსკანონმდებლობით არჩევნების გამოცხადების თარიღად განისაზღვროს არჩევნებამდეარანაკლებ 90 დღე; შეიცვალოს და გაიზარდოს საარჩევნო სუბიექტებისთვის რეგისტრაციისვადები, რომელიც ასევე გამოიწვევს საარჩევნო კამპანიის წარმოების ვადების ზრდასაც;ასევე მედია საშუალებებს მიეცეთ უფლება განათავსონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამაარჩევნების დღის გამოცხადებისთანავე.ინიცირებული ცვლილებები მომავალში უზრუნველყოფს არჩევნებისა და წინასაარჩევნოკამპანიის თანაბარ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT)
2. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
3. თავისუფალი არჩევანი
4. დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
5. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
6. ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”
7. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის
8. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
9. ადამიანის უფლებათა ცენტრიскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160