ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
ადგილობრივმა დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ააიპ ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრმა“, ააიპ ,,ახალგაზრდული ცენტრი-ჩვენი თაობა 1921“ და ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა“ დღეს გააფორმეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს კოალიციურად დააკვირდებიან საქართველოს მასშტაბით და აქტიურად ითანამშრომლებენ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და საარჩევნო პერიოდში რაიმე ხარვეზის აღმოჩენისას მყისიერი რეაგირებისას.
დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და საარჩევნო კოდექსის დაცვით, ხელი შეუწყონ დემოკრატიული პროცესების წარმართვას .
ნახვები 1 276
