ICDI ცესკოს ამომრჩეველთა ბარათების დარიგების საკითხთან დაკავშირებით მიმართავს » ICDI.GE

ICDI ცესკოს ამომრჩეველთა ბარათების დარიგების საკითხთან დაკავშირებით მიმართავს

ავტორი icdi, 30-08-2018, 12:34 | კატეგორია სიახლეები

 

იმის გამო, რომ ამომრჩეველთა ბარათის გადაცემისა და გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მოთხოვნა ერთსა და იმავე თარიღს ემთხვევა, ICDI -მ ცესკოს ამომრჩეველთა ბარათების 2 დღით ადრე დარიგების მოთხოვნით მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) პრესსამსახურიდან აცნობეს, თარიღის დამთხვევის გამო არსებობს ალბათობა იმისა, რომ ამომრჩეველმა ვერ მოასწროს საარჩევნო უბანთან დაკავშირება გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზნით. 

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის“ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას; ხოლო ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა (გარდა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა) ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. აღნიშნულ თარიღს, მიმართვის ბოლო ვადას, საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით წარმოადგენს 25 ოქტომბერი. 

ამასთან, საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:ა) კენჭისყრის თარიღი და დრო; ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები; გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში; დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები; ე) საარჩევნო უბნის ნომერი; ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი. საქართველოს საპრეზიდენტო 2018 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, 25 ოქტომბერია ამომრჩეველთა ბარათების გადაცემის ბოლო ვადა. 

გამომდინარე იქიდან, რომ გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნაზე მიმართვისა და ამომრჩეველთა ბარათების გადაცემის ბოლო ვადა ერთმანეთს ემთხვევა და წარმოადგენს 25 ოქტომბერს, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ამომრჩეველმა ვერ მოასწროს საარჩევნო უბანთან დაკავშირება გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზნით. შესაბამისად, მიზნობრივი და რელევანტური იქნება თუ ამომრჩეველთა ბარათების დარიგების პროცესი არანაკლებ 2 დღით ადრე დადგინდება გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის თაობაზე. 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ განცხადებით, რათა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს და იმჯელოს ამომრჩეველთა ბარათების დარიგებისა და გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის მიმართვის განსხვავებულ თარიღებზე, კერძოდ, არანაკლებ 2 დღით ადრე განისაზღვროს ამომრჩეველთა ბარათების დარიგების ბოლო ვადა გადასატანი ყუთის სიაში მოთხოვნით მიმართვის ბოლო ვადაზე“скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160