რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ცესკო-ს „რუსთავი 2“-ზე გასული ინფორმაციის გადამოწმებას სთხოვს » ICDI.GE

რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ცესკო-ს „რუსთავი 2“-ზე გასული ინფორმაციის გადამოწმებას სთხოვს

ავტორი icdi, 30-08-2018, 12:33 | კატეგორია სიახლეები

 

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საოლქო საარჩევნო კომისიებისა და დროებითი წევრების საკითხებთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.

ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“, ააიპ ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და ააიპ ,,ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა 1921“ ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ კოლეგებს არასამთავრობო სექტორში, ასევე პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავი შეიკავონ არაკანონიერი ქმედებისაგან, რაც საარჩევნო პროცესებსა და ინსტიტუტებს დააკნინებს.

„მოგეხსენებათ, რომ არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიულობის საფუძველს. დემოკრატიულობა არჩევნების ჩატარების ხარისხითა და საარჩევნო პერიოდში შექმნილი საარჩევნო გარემოთი ფასდება. იმისათვის, რომ საარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს პროცესები წარიმართოს სამართლიანად, კანონისმიერად, მშვიდ და გამჭირვალე გარემოში, საჭიროა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საოლქო და საუბნო კომისიების მხრიდან სათანადო მზაობა, ასევე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მეტად განამტკიცონ და ხელი შეუწყონ დემოკრატიულად და ინსტიტუციურად პროცესების განვითარებას და არა პირიქით, შექმნან დაძაბულობა საარჩევნო პერიოდში, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს საარჩევნო გარემოსა და არჩევნებზე. ამიტომ არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ყოველი საჯარო განცხადება თუ კვლევა, რომელიც კონკრეტულად საარჩევნო გარემოსა და ინსტიტუტების კრიტიკას ეხება სათანადო მტკიცებულებებით უნდა იყოს გაჯერებული, რათა საზოგადოებაში არ შეიქმნას მცდარი განწყობები პროცესების მიმართ. 

ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“, ააიპ ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და ააიპ ,,ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა 1921“, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ სადამკვირვებლო მისიას, რომლის ფარგლებშიც მონიტორინგს უწევდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასაც. 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით განსაზღვრულია კონკურსის გამოცხადების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტები კონკურსის კანდიდატთა მხრიდან, ასევე, ვინ არ შეიძლება აირჩეს კომისიის წევრად და არჩეული კომისიის წევრი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუმცა კოდექსში საუბარი არ არის ნათესაური კავშირი წარმოადგენს თუ არა დამაბრკოლებელ გარემოებას კონკურსანტების მიმართ. 
აღნიშნულ ორგანიზაციათა მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩეული დროებითი წევრები აკმაყოფილებენ როგორც განათლების, ასევე, გამოცდილების მოთხოვნებს, კერძოდ:
1.73 საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩეულ დროებით წევრთაგან აკადემიური ხარისხით 15 მაგისტრთან გათანაბრებულია, 19 მაგისტრი, ხოლო 39 ბაკალავრი.
2.73 საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩეულ ყველა დროებით წევრს აქვს საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციაში, საარჩევნო ტრენერად და საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე სხვადასხვა პოზიციებზე. გარდა ამისა, არჩეულ დროებით წევრთაგან 7-მდე წევრს აქვს დამატებით დამკვირვებლად მუშაობის გამოცდილება.
3.73-ვე საოლქო კომისიაში გამოცხადებულ კონკურში მხოლოდ 23 ოლქში იყო 1 ვაკანტურ ადგილზე თითო კანდიდატის რეგისტრაციის შემთხვევა, მათგან N21 გარდაბნის ოლქში კანდიდატის ვერ არჩევის გამო ხელახლა გამოცხადდა კონკურსი და 2018 წლის 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მოხდა დროებითი წევრის არჩევა.
შესაბამისად, არჩეული წევრები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, რაც იმაზე მიუთითეს, რომ ცესკო მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. ხოლო ნათესაურ კავშირზე აპელირება და მითითება, რომ ამ ნიშნით არის რომელიმე წევრი არჩეული უფრო მიუთითებს მიზნმიმართულად კონკრეტიული ინსტიტუტის დაკნინებასა და დისკრედიტაციაზე, მაშინ, როცა ორგანო მოქმედებს კანონის შესაბამისად. 
ასევე, მნიშვნელოვანია 2018 წლის 24 აგვისტოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განხილული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ კონკრეტული პარტიების მიერ არსებობს შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლითაც უნდა მოხდეს ცესკოს დისკრედიტაცია, მათ შორის, დროებითი წევრების არჩევასთან მიმართებაში. ვფიქრობთ, რომ არსებული სამოქმდებო გეგმა და განვითარებული მოვლენები ცალსახად წარმოადგენს საარჩევნო გარემოებების ხელშემშლელ ფაქტორს.
ამასთან, 2018 წლის 25 აგვისტოს ცესკოს საგანგებო ბრიფინგიდან ირკვევა, რომ მიზანმიმართულად ხორციელდება საოლქო საარჩევნო კომისიაში სატელეფონო ზარები, რომელთა შინაარსი პირადაპირ ხელს უშლის არჩევნების დემოკრტიულად და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, მოვუწოდებთ როგორც ჩვენს კოლეგებს არასამთავრობო სექტორში, ასევე პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავი შეიკავონ არაკანონიერი ქმედებისაგან და საფუძველს მოკლებული საჯარო განცხადებებისა და კვლევებისაგან, რომლებიც მიმართულია არა ქვეყანაში დემოკრატიული სტაბილურობის შენარჩუნებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, არამედ მიზანმიმართულად საარჩევნო პროცესებისა და ინსტიტუტების დაკნინებასა და დისკრედიტაციაზე“скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160