განცხადება - საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა არჩევის შესახებ » ICDI.GE

განცხადება - საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა არჩევის შესახებ

ავტორი icdi, 23-08-2018, 16:20 | კატეგორია სიახლეები

 

საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა არჩევისას გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმები, რამაც განაპირობა საარჩევნო გამოცდილებისა და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირთა არჩევა, - ამის შესახებ განცხადებას „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ ავრცელებს. 


„ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდსა და საარჩევნო ოლქებში კონკურსის ჩატარებისა და დაკომპლექტების პროცესს.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით. ხოლო ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 1 აგვისტოს გამოიცა ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსების გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ“ N156/2018 განკარგულება, რომლის მიხედვითაც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსებისათვის საბუთების მიღების ვადად განისაზღვრა: 2018 წლის 2 აგვისტოდან 2018 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით. 

როგორც ცესკოს სხდომიდან ირკვევა, ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით აღნიშნულ კონკურსთან მიმართებით დროულად ეგზავნებოდათ კონკურსანტთა განცხადებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, კერძოდ, საბუთების მიღების დასრულების პროცესიდან უმოკლეს ვადებში, რამდენიმე საათში, ეგზავნებოდათ განცხადებები და ამავე უმოკლეს ვადებში ტარდებოდა სხდომები, რაც ხშირად შეუძლებელს ხდიდა კანდიდატთა მონაცემების სათანადოდ გაცნობას. 

კონკურსის წესების, კონკურსში არჩეულ კანდიდატთა განათლების, გამოცდილების, კვალიფიკაციის ანალიზის საფუძველზე იკვეთება შემდეგი გარემოებები:
1.73 საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩეულ დროებით წევრთაგან აკადემიური ხარისხით 15 მაგისტრთან გათანაბრებულია, 19 მაგისტრი, ხოლო 39 ბაკალავრი.
2.73 საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩეულ ყველა დროებით წევრს აქვს საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციაში, საარჩევნო ტრენერად და საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე სხვადასხვა პოზიციებზე. გარდა ამისა, არჩეულ დროებით წევრთაგან 7-მდე წევრს აქვს დამატებით დამკვირვებლად მუშაობის გამოცდილება.
3.73-ვე საოლქო კომისიაში გამოცხადებულ კონკურში მხოლოდ 23 ოლქში იყო 1 ვაკანტურ ადგილზე თითო კანდიდატის რეგისტრაციის შემთხვევა, მათგან N21 გარდაბნის ოლქში კანდიდატის ვერ არჩევის გამო ხელახლა გამოცხადდა კონკურსი და 2018 წლის 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მოხდა დროებითი წევრის არჩევა.
ზემოთ აღნიშნული ფაქტების საფუძველზე, ნათელია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა არჩევისას გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმები, რამაც განაპირობა საარჩევნო გამოცდილებისა და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირთა არჩევა. 

ამასთან, აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ კანონმდებლობით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილია კონკურსის ჩატარებისათვის, კონკურსის კანდიდატთა საბუთების წარდგენისა და დროულად გაცნობის მცირე ვადები, რომელმაც გარკვეულწილად კანდიდატთა დროულად ინფორმირებისა და შერჩევის პროცესში შეიძლება შექმნას დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც დროულად საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე მსჯელობას და სათანადო ცვლილებების გატარებას, რათა მომავალში აცილებულ იქნას საეჭვო კითხვები კონკურსის ჩატარების წესებსა და სათანადოდ არჩეულ დროებით წევრთა შესახებ.

გარდა ამისა, ჩვენთვის მისაღებია არასამთავრობო სექტორის განწყობა და სასურველია, საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების განსხვავებული წესი, წევრები არჩეულ იქნას პროფესიული ნიშნით, შესაძლებელია შემცირდეს წევრთა რაოდენობაც საუბნო და საოლქო კომისიების დონეზეც, თუმცაღა ჩვენი ორგანიზაციის აზრით, ეს გამოიწვევს, თავის მხრივ, არჩევნების დღეს პროცედურების გამარტივებას“скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160