პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის სხდომა
პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის“ ფარგლებში, რომელიც 20-მდე ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული კომისიის საქმიანობაში ჩართულია და შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ააიპ ,, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა".
კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით, მიმდინარე წლის აგვისტოში შეიქმნა და მიზნად ისახავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის განხორციელებას დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
ნახვები 758
