ICDI ცესკოს ინიციატივით მიმართავს და პოლიტიკური პარტიების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის წესის დაზუსტებას სთხოვს. » ICDI.GE

ICDI ცესკოს ინიციატივით მიმართავს და პოლიტიკური პარტიების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის წესის დაზუსტებას სთხოვს.

ავტორი icdi, 12-08-2018, 17:48 | კატეგორია სიახლეები

 


არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“(ICDI) ცესკოს ინიციატივით მიმართავს და პოლიტიკური პარტიების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის წესის დაზუსტებას სთხოვს. 



„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ცესკოს ადმინისტრაციის მხრიდან კანდიდატთა მონაწილეობის საკითხების გადაწყვეტა პოლიტიკური პარტიების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით ყოველმხრივ იქნას ხელშეწყობილი. 

გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატების წარსადგენად პარტიისათვის ცესკოში საარჩევნო რეგისტრაციის გავლა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და ამავდროულად, საარჩევნო კოდექსი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნებისათვის პარტიების მიერ ცესკოში საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რეგულაციებს, ვადებსა და წესებს არ განსაზღვრავს, არსებული პრაქტიკის თანახმად, ცესკოს მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება ეძლევათ ისეთ პარტიებს, რომელთაც რეგისტრაციები გავლილი აქვთ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებანდე ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან საკითხის გადაწყვეტა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის გაზრდის ნდობას და მეტ პოლიტიკურ გაერთიანებას მისცემს შესაძლებლობას წარადგინონ კანდიდატები, მოგმართავთ თხოვნით, ცესკომ განიხილოს აღნიშნული საკითხი და ნორმატიული აქტით გადაწყვიტოს, რომ მოხდეს პარტიების მიერ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით ან/და ისეთ პარტიებს, რომელთაც ჰქონდათ საარჩევნო რეგისტრაცია გავლილი ბოლო საპარლამენტო/ადგილობრივ არჩევნებზე და ეს რეგისტრაცია გაუქმებულ იქნა საკუთარი ინიციატივით, მიეცეთ უფლება წარადგინონ საპრეზიდენტო კანდიდატები და შეაგროვონ შესაბამისი მხარდამჭერთა სიები”скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160