ICDI რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ (ICDI) რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოსთვის გამოხატული სოლიდარობა აქტუალური იყო 10 წლის წინაც და მნიშვნელოვანია დღესაც, რათა ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან არ მოიხსნას.
„საქართველოსთვის გამოხატული სოლიდარობა აქტუალური იყო 10 წლის წინაც და მნიშვნელოვანია დღესაც, რათა ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და მუდმივად ვისწრაფვოდეთ, რომ ქვეყნისათვის დადებით კონტექსტში გადაწყდეს. მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოებისა და ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების უზრუნველყოფის თაობაზე.
ICDI გმობს რუსეთის აგრესიას, საქართველოს რეგიონში განხორციელებულ უკანონო ქმედებებსა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევას. ჩვენ ვუერთდებით ქვეყნის საერთო ტკივილს და ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში მოვიშუშებთ ამ ღრმა ჭრილობებს, ჩვენი მოსახლეობა კი აღარასოდეს გამოცდის ომით მიყენებულ ზიანს“
ნახვები 772