ICDI-ის დამკვირვებელი დააკვირდა 4 აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების არჩევის პროცესს
ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ დამკვირვებელი დააკვირდა 4 აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე 73 -დან 72 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების არჩევის პროცესს. N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.
ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ დამკვირვებლის ინფორმაციით, იგი ცესკოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევას ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდა. დამკვირვებლის შეფასებით, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი იყო ღია და გამჭირვალე.
რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 173 განაცხადი შევიდა. ამათგან, 23 (31.5%) საარჩევნო ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატი დარეგისტრირდა, 26 (35.6%) საარჩევნო ოლქში ორ-ორი და დანარჩენ 24 საარჩევნო ოლქში (32.9%) სამი და მეტი კანდიდატი. კონკურსში 108 (62%) ქალი და 65 (38%) კაცი მონაწილეობდა.
ნახვები 765
