უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ წარმომადგენელი დაესწრო უწყებათაშორისი კომისიის რიგით მე-2 სხდომას. სხდომაზე უწყებათაშორისმა კომისიამ მოისმინა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის ინფორმაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ადიგენში პოლიტიკური გაერთიანების − „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − წარმომადგენელ ზურაბ შაინიძის სავარაუდო ცემის ფაქტს ეხებოდა, რომელზეც გამოძიება იყო დაწყებული.
კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის წევრებს „NDI“-ს რეკომენდაციის შესასრულებლად მოუწოდა, გაააქტიურონ ან თავიდან გამოსცენ უწყებებში ბრძანება საჯარო მოხელეების ქცევის წესების შესახებ. ზოგიერთ უწყებაში, იუსტიციის სამინისტროს მსგავსად, ეს ბრძანება მოქმედია. მინისტრმა სთხოვა კომისიის წევრებს, მოქმედი ბრძანების შესახებ თანამშრომლებს შეხსენება დაეგზავნოთ.
ნახვები 724
