თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიების განვითარებისათვის
ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი" აგრძელებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გადამზადებას ,,თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიების განვითარებისათვის" პროექტის ფარგლებში.
14 -17 ივლისს გადამზადდა მონაწილეთა მე-2 ჯგუფი, რომლებსაც ტრენინგები ჩაუტარდათ პოლიტიკური პარტიების სტრუქტურის, მენეჯმენტის, უფლებრივი მდგომარეობის, არჩევნებში პოლიტიკური კულტურის,მედიასთან ურთიერთობის, სოციალური ქსელების გამოყენების,საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმების, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე პარტიის როლის,ქალთა მონაწილების გაზრდის შიდა პარტიული მექანიზმების, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, კონფლიქტების მართვისა და კენჭისყრის პროცედურების შესახებ.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს აქტიურ და კრეატიულ მონაწილეებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ტრენინგებისადმი დიდი ინტერესითა და ჩართულობით.
ნახვები 737
