უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
16 ივლისს უწყებათაშორიმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის პირველი სხდომა გამართა, რომელსაც დაესწრო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ (ICDI) გამგეობის წევრი ტატო ირემაძე. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის შექმნილი კომისიის სხდომას თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. სხდომას კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უწყებათაშორისმა კომისიამ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან მიიღო ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისა და შესაძლო დარღვევების შესახებ, რომლებიც შესაბამის ორგანოებს რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაეგზავნებათ. მათზე რეაგირება დაწყებულია და რეაგირების შედეგებს კომისია შემდეგ სხდომაზე მოისმენს.
კომისია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიკრიბება 2 კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ. კომისია განიხილავს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს; აგრეთვე, იმსჯელებს იმ შესაძლო დარღვევების შესახებ, რომელთაც კომისიას მოაწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები
ნახვები 743
