თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიების განვითარებისათვის
9 - 12 ივლისს გადამზადდა პროექტის ,,თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიების განვითარებისათვის“ პირველი ჯგუფი.
პროექტის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაეცნენ პოლიტიკური პარტიების სტრუქტურას, მენეჯმენტს და უფლებრივ მდგომარეობას, პოლიტიკურ კულტურას არჩევნებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმებს (მედიასთან ურთიერთობა და სოციალური ქსელების გამოყენება), პარტიის როლს უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში, საარჩევნო ციკლის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელის, უფლებამოსილებისა და სახელმძღვანელო პრინციპებს, საარჩევნო უბნის გახსნისა და კენჭისისაყრის დაწყებამდე ჩასატარებელ პროცედურებს, კენჭისყრის დღეს კომისიის წევრთა წილისყრით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასა და ხმის მიცემის პროცედურას, საარჩევნო უბნის დახურვის, საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელ პროცედურებს, საარჩევნო ყუთის გახსნისა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩასატარებელ პროცედურებს, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისა და შემაჯამებელი ოქმის საჯაროობის, განცხადების/საჩივრის შედგენის საფუძველსა და ტექნიკას, ქალთა მონაწილობის გაზრდის შიდა პარტიული მექანიზმების, პერსონალის და მოხალისეების მართვის, გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და კონფლიქტების მართვის საკითხებს.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერებს საინტერესო და არაჩვეულებრივი ტრენინგებისათვის !
ICDI-ის საორგანიზაციო ჯგუფი მადლობას უხდის მონაწილეებს მაღალი ინტერესისა და აქტიური ჩართულობისათვის!
პროექტი ხორციელდება ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
ნახვები 768
