სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი
16-17 მაისს რონდელის ფონდის, სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტისა და ებერტის ფონდის ორგანიზაებით გაიმართა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების რიგით მე-5 საერთაშორისო ფორუმი.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) გამგეობის წევრმა - ტატო ირემაძემ.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნების აკადემიური წრის წარმომადგენლები, მეცნიერები და თეორეტიკოსები,რომლებიც სხვადასხვა თემატურ სესიებზე საკუთარი მოკლე მოხსენებებით შეეხნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: კავკასიის რეგიონში უსაფრთხოება; საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერი სახელმწიფოს როლი; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები და სხვ.
საერთაშორისო ფორუმზე ასევე მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები, სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩები და სხვა მაღალი რანგის დიპლომატები.
ნახვები 772
