პროექტი - “თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიების განვითარებისათვის”

ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი” (ICDI) ახორციელებს პროექტს - “თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიების განვითარებისათვის”
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 8 თებერვალს ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა” (ICDI) მოიპოვა დაფინანსება ზემოაღნიშნულ პროექტზე: ,,თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიების განვითარებისათვის".
წინამდებარე პროექტის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
✅პოლიტიკური პარტიების ადამიანური რესურსების განვითარება, თბილისის ხუთ საარჩევნო ოლქში (ისანი, სამგორი, დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი);
✅პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა და პოტენციურ კომისიის წევრთა საარჩევნო კვალიფიკაციის ამაღლება;
✅პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა და პოტენციურ კომისიის წევრთა უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება;
✅პოლიტიკური კულტურის განვითარება და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა თანამშრომლობის გაძლიერება, მრავალპარტიულ გარემოში ერთობლივი სწავლების გზით.
პროექტის ხანგრძლივობა მოიცავს 2018 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე პერიოდს.
ნახვები 879