კონსერვატიზმი - ანუ დონალდ ტრამპის „მდუმარე რევოლუცია“ » ICDI.GE

კონსერვატიზმი - ანუ დონალდ ტრამპის „მდუმარე რევოლუცია“

ავტორი icdi, 23-05-2018, 12:33 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები



გავრცელებული აზრის მიხედვით, კონსერვატიზმი ინტელექტუალურად ყველაზე ზომიერი პოლიტიკური იდეოლოგიაა. არსებული ხედვის პოპულარიზაცია და მომძლავრება ძირითადად დაკავშირებულია თანამედროვე პერიოდთან. კონსერვატიზმის „აღზევების“ პერიოდად შეგვიძლია მივიჩნიოთ XX საუკუნის 70-იანი წლები, სადაც აუცილებლად ვახსენებთ ტეთჩერის მთავრობას ბრიტანეთში და რეიგანის ადმინისტრაციას აშშ-ში - ანუ ცნობილ „ახალი მემარჯვენეობის“ გზას. კონსერვატიზმის - როგორც იდეოლოგიის გაგებაში მკითხველს ყველაზე მეტად როგორც წესი ედმუნდ ბერკის ნაშრომები ეხმარება, განსაკუთებით მისი „გააზრებანი საფრანგეთის რევოლუციის შესახებ“. ლოგიკურია, კონსერვატული აზროვნება მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რადგან იგი ურთიერთგანსხვავებულ ტრადიციებსა და ეროვნულ კულტურებს აერთიანებს. ამის კარგი ილუსტრაციაა თუნდაც ის, რომ ბრიტანული კონსერვატიზმი კარგად მიესადაგა ბერკის იდეებს, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყო „შევცვალოთ, რათა შევინარჩუნოთ“.

ეს ყველაფერი კარგია, თუმცა ე.წ „ძირითად“ იდეოლოგიებს შორის, როგორებიც არის: ლიბერალიზმი, სოციალიზმი და სხვ. კონსერვატორებს ყველაზე მეტი კრიტიკოსი ჰყავთ. ერთ მხრივ კონსერვატიზმს როგორც იდეოლოგიას და მეორე მხრივ კონსერვატორებს, როგორც იდეოლოგებს ხშირად ბრალს სდებენ იმაში, რომ მათ კარგად არ ესმით რისი სჯერათ და არ გააჩნიათ მკაფიო ხაზი, რომელიც თუნდაც მოგცემს საშუალებას იმისა, რომ მკაფიო ხაზი გავავლოთ ლიბერალების ეკონომიკურ თუ  სხვა შეხედულებებთან მიმართებით. ნაწილობრივ კრიტიკა გამართებულია, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ კონსერტავტორებს მეტად სჯეროდათ და იცოდნენ ის რაც მათ არ სურდათ და რასაც ეწინააღმდეგებოდნენ, ვიდრე ის რაც მათ სჯეროდათ.

ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა კრიტიკული მოსაზრება კონსერვატიზმის როგორც იდეოლოგიის რაობასთან დაკავშირებით გააქარწყლა 70-80-იანი წლების ბრიტანულ-ამერიკულმა „ახალმა მემარჯვენეობამ“. ცხადია განსხვავებული ფორმებით, თუმცა სტრუქტურულად და კონცეპტუალურად იდეოლოგია შედგა!

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში რეიგანის ადმინისტრაციის შემდგომ ორმა კონსერვატორმა შეძლო პრეზიდენტობა, ვერც მამამ და ვერც შვილმა იდეოლოგიური ხაზის განვითარება ვერ შეძლეს. ნაწილობრივ იგივე შეიძება ითქვას ბრიტანეთზეც, განსაკუთებით კამერონის პრემიერობის დროს.

რა ხდება დღეს? - დონალდ ტრამპი! წინასაარჩევნოდ აბსოლუტურად დაუბალანსებელი და არა თუ იდეოლოგიურ არამედ არანაირ ჩარჩოებში მყოფი ფიგურა (რომელიც მათ შორის ხშიად გამოირჩეოდა მკაფიო მემარცხენე გამოსვლებით თუ დაპირებებით) ახერხებს ლიბერალური მძლავრი ფლანგის დამარცხებას და იწყეს მოღვაწეობას, რომელიც დასაწყისში რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე პოზიტიურად ფასდებოდა.

დონალდ ტრამპის იდეოლოგიური ხაზი ერთმნიშვნელოვნად კონსერვატიული ყაიდის მემარჯვენე ფლანგის პოლიტიკოსს ერგება, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელიც ცხადია ვერ მიესადაგება არსებულ გზას - ეკონომიკურ ნაწილში, პროტექციონისტული პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშნველოვანი თემები.

ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ტრამპი აძლიერებს მოცემულ ხაზს. ამის თვალსაჩინო გამოვლინება იყო ბოლოს განვითარებული მოვლენები - რომელიც ეხება: 3 მარტის ამბებს, როდესაც დონალდ ტარმპა ხელი მოაწერა ბრძანებას რელიგიური ინიციატივის შესახებ, ბრძანების მიხედვით ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სტრუქტურა, რომლის უფლებებშიც შევა მოქალაქეების რელიგიური უფლებების და ამ მიმართლებით ახალი კანონების შემუშავება. ეს კანონი ხელს შეუწყობს რელიგიურ ორგანიზაციებს მიიღონ შედარებით მეტი სახელმწიფო დაფინანსება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 3 მაისს აშშ აღნიშნავდა „ეროვნული ლოცვის“ დღეს.

ცხადია ტრამპის გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით შეხვდნენ კონსერვატორები, რა თქმა უნდა ტრამპის ინიციატივამ ამერიკის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში მწვავე რეაქცია გამოიწვია. მაგალითად - რადიკალური სეკულარიზმის მიმდევრების აზრით განკარგულება არღვევს რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპს და ა.შ

ტრამპის ამ ბოლო ნაბიჯიდან კარგად იხსნება მისი როგორც პირადი და მისი ადმინისტრაციის შესაძლოა აქამდე დაფარული იდეოლოგიური მხარეები.

როგორც ამერიკელი ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი წერს, ტრამპი აირჩია მდუმარე უმრავლესობამ და ტრამპი ახორციელებს „მდუმარე რევოლუციას“!

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160