შემაჯამებელი ანგარიში » ICDI.GE

შემაჯამებელი ანგარიში

ავტორი icdi, 20-03-2018, 17:45 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები


მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში.

შესავალი

ა(ა)იპ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი (ICDI) (შემდგომში -ცენტრი/ICDI) დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში დაარსდა 2009 წლის 29 აპრილს. ცენტრისმიზნებს წარმოადგენს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოების ინფორმირებულობა და არჩევნების მონიტორინგი. ცენტრის საქმიანობის მიმართულებებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის განმტკიცებადა საარჩევნო პროცესების დემოკრატიულად წარმართვის ხელშეწყობა. ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, ცენტრი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა დასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში,მათ შორის, ცესკოსთან არსებულ შშმ პირთა და ეთნიკური უმცირესობებისწარმომადგენელ ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვისშექმნილ სამუშაო ჯგუფებში. დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი დააკვირდა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს მასშტაბით. ცენტრი აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადვოკატირების პროცესში, უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებაში არჩევნების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს საარჩევნო პროცესებისადმი მათინდობის განმტკიცებას. ცენტრის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის წევრიდა საარჩევნო ქვეჯგუფის კოორდინატორია.მოცემული ანგარიში წარმოადგენს ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათასაერთაშორისო ცენტრის“ (ICDI) სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შეჯამებას მუნიციპალურ ორგანოთა 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებთან და 12 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 150-მდე გრძელვადიანი, მოკლევადიანი დამობილური ჯგუფების დამკვირვებლებისაგან. დამკვირვებელები შეირჩნენ კონკურსის საფუძველზე; არჩეულ დამკვირვებლებს ჩაუტარდათ ტრენინგებისაარჩევნო სადამკვირვებლო საქმიანობასთან დაკავშირებით.ICDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიზანია: საარჩევნო პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებელად შეფასება და არსებული პოლიტიკური გარემოსანალიზი; აგრეთვე, იმ ფაქტორების შესწავლა, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩვენო პროცედურების სამართლებრივად წარმართვას.

სადამკვირვებლო მისიის შესახებ

 საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 აგვისტოს N22/08/01 განკარგულებით,2017 წლის 21 ოქტომბერს დაინიშნა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემისმერის მორიგი არჩევნები.საქართველოს მოქალაქეებმა, 2017 წლის 21 ოქტომბერს 64 საკრებულოს 2088 წევრიდა თბილისის, 4 თვითმმართველი ქალაქისა და 59 თვითმმართველის თემის მერიაირჩიეს. აღნიშნული არჩევნები საინტერესო იყო იმით, რომ არჩევნების დანიშვნამდე განხორციელდა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და ნაცვლად გამგებლებისა, ყოველი თვითმმართველი თემის მოსახლეობამ აირჩია მერი.2017 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ1,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა დათვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნებისთვის,რეგისტრაციაში გაატარა დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი დამიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი.სადამკვირვებლო მისია მოიცავდა ყველა დონის საარჩევნო კომისიას. გრძელვადიანიდა მოკლევადიანი დამკვირვებლები, დააკვირდნენ წინასაარჩევნო პერიოდს,კენჭისყრის დღეს და არჩევნების შემდეგ პერიოდს.სადამკვირვებლო მისიამ საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას იხელმძღვანელაადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ორგანიზაციის დამკვირვებლის ქცევის კოდექსის შესაბამისად. ორგანიზაციის ძირითადიპრინციპებია: კანონის პატივისცემის დემონსტრირება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი. წინასაარჩევნო პერიოდში (რომელიც მოიცავს არჩევნების გამოცხადების დღიდან, არჩევნების დღემდე პერიოდს) არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან,განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის:

  • ICDI-იმ გამოაცხადა კონკურსი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოების არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, როგორცგრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლებისათვის. ინფორმაციაგავრცელდა სოციალურ ქსელში - Facebook-ში, Google-ის აპლიკაციისმეშვეობით, ასევე, ორგანიზაციამ სტუდენტური ჯგუფები უზრუნველყოაღნიშნული ინფორმაციით. ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია დიდიინტერესი, რადგან 550-ზე მეტი მოხალისე დამკვირვებელმა გამოაგზავნაგანაცხადი სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის თაობაზე.
  • ICDI-იმ შეიმუშავა 2 სახის სახელმძღვანელო, კერძოდ, ერთი ეხებოდა საარჩევნოგარემოსა და პროცედურებს, ხოლო მე-2 სახელმძღვანელო დეტალურადაღწერდა გრძელვადიანი დამკვირვებლების უფლებებს, ფუნქციებსა და ანკეტისშევსების წესებს.
  • ICDI-იმ შეიმუშავა გრძელვადიანი დამკვირვებელისათვის ანკეტა, რომელიცშეიცავდა როგორც ღია, ასევე დახურულ კონკრეტულ კითხვებს. ასევე, ICDI-იმშეიმუშავა კენჭისყრის დღის სპეციალური ანკეტა/ინსტრუქცია მოკლევადიანიდამკვირვებლებისათვის.
  • გრძელვადიანი დამკვირვებლების შერჩევის მიზნით, გასაუბრება ჩაუტარდათითოეულ პოტენციურ დამკვირვებელს თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა დაკახეთში
  • არჩეულ დამკვირვებლებს ჩაუტარდათ ტრენინგი დამკვირვებლის უფლება-მოვალეობების, კენჭისყრის დღის პროცედურებსა და ანკეტის შევსებისთაობაზე
  • სადამკვირვებლო მისიის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ICDI-იმგააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არასამთავრობოორგანიზაციასთან - ა(ა)იპ „ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921“.
საარჩევნო პროცესების მონიტორინგისა და შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაშიდაკვირვების განხორციელების მიზნით, შეირჩნენ კვალიფიციური კადრები, მათშორის: 150-მდე გძელვადიანი, მოკლევადიანი და მობილური ჯგუფებისდამკვირვებელი, რომლებიც საარჩევნო კომისიის ყველა დონეზე დააკვირდნენსაოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს, ცესკოს,საოლქო, საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესს, საოლქო და საუბნოსაარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების/ტრენინგების პროცესს, საარჩევნობიულეტენების ბეჭდვისა და გადაცემის პროცესსა და კენჭისყრის დღისპროცედურებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლებიაქტიურად აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესების მიმდინარეობას დაკანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას საარჩევნო ადმინისტრაციის ყველადონეზე. საანგარიშო პერიოდში ცენტრი დააკვირდა:
  • საოლქო საარჩევნო კომისიის მე-6, დროებითი წევრების არჩევის პროცესს;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისარჩევის პროცესს;
  • საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის სსიპ ,,საარჩევნოსისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერჩატარებულ ტრენინგებს;
  •  საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა/დანიშვნის პროცესს
  • საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს
  • კენჭისყრის დღის პროცედურებს
  •  არჩევნების შემდგომ პერიოდს
ICDI-მ საარჩევნო პერიოდში საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოსსაარჩევნო კოდექსის“ ნორმების ანალიზის საფუძველზე რიგი სამართლებრივისაკითხების დაზუსტების, საარჩევნო გარემოს თავისუფლად და გამჭვირვალედწარმართვის მიზნით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინაწინადადებები, რომლებიც ცესკოს მხრიდან დადგენილების დონეზედარეგულირდა.2დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი სადამკვირვებლო მისიისფარგლებში ჩართული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან არსებულსაკონსულტაციო ჯგუფსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვისუწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში. დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა სადამკვირვებლო მისიისგანხორციელებისას შუალედური ანგარიში 18 ოქტომბერს გამოაქვეყნა ორგანიზაციისოფიციალურ გვერდზე (www.icdi.ge), სოციალურ ქსელში- ორგანიზაციის FB-ისგვერდზე (@npleICDI) და საინფორმაციო სააგენტოებში.

სადამკვირვებლო მისიის შეხვედრები დიპლომატიურ კოპრუსთან, ეუთოსთან დაპოლიტიკურ პარტიებთან

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი საარჩევნო პერიოდშიაქტიურად თანამშრომლობდა დიპლომატიურ კორპუსთან, ეუთოსთან დაპოლიტიკურ პარტიებთ; სწორედ ამ ფორმატში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა,სადაც ICDI-მ პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისას და ეუთოსწარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სადამაკვირვებლო მისიისგანხორციელებისა და შეხვედრის მომენტისათვის არსებულ საარჩევნო გარემოსთაობაზე.

სადამკვირვებლო მისიის საჯაროობა და გამჭირვალობა

სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისას ICDI-ის მხრიდან აქტიურადმიმდინარეობდა საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება მისიისგანხორციელების, საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისა და შეფასების თაობაზე.აღნიშნულს მოწმოს ორგანიზაციის მხრიდან ჩატარებული ბრიფინგები, მედიასა დასაინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებული ინფორმაციები, კერძოდ, საუბნოსაარჩევნო კომისიის წევრების არჩევნის მონიტორინგი 4, უწყებათაშორისი კომისიისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან არსებული საკონსულტაციო კომისიისსხდომების შესახებ ინფორმაციებს ორგანიზაცია საკუთარ ოფიცილურ საიტსა დაფეისბუქის გვერდზე აქვეყნებდა, ორგანიზაცია ცესკოსთვის წინადადებებისმიმართვის თაობაზე აქტიურად აქვეყნებდა ინფორმაციას 5, საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შესახებ ანგარიში6, პენიტციალურ დაწესებულებებშიგანხორციელებული მონიტორნგის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ფეისბუქისადა საიტის გვერდზე გამოქვეყნდა, მისიის დამკვირვებელთა გადამზადების შესახებინფორმაცია ფეისბუქისა და საიტის გვერდზე გამოქვეყნდა, მისიის შუალედურიანგარიშის თაობაზე ინფორმაცია7, არჩევნების დღეს გაკეთდა 3 ბრიფინგი, 1გადაცემა, 3 სატელევიზიო ჩართვა, ინფორმაციის გავრცელება ორგანიზაციისფეისბუქის გვერდსა და PIA-ს საინფორმაციო სააგენტოში. გარდა ამისა, ბრიფინგებიგაკეთდა kvira.ge-სა და PIA-ს სააგენტოში როგორც საარჩევნო პერიოდში, ასევე,არჩევნების წინა დღეს, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში. სასამართლოდავებისა და სხვა მნიშვნელოვანი, მათ შორის, სასამართლო დავების შესახებინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოსა დამედია-სატელევიზიო საშუალებებში.

ძირითადი დასკვნები

საარჩევნო ადმინისტრაცია

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის სადამკვირვებლო მისიისდამკვირვებლები ყველა დონის საარჩევნო კომისიის სამუშაო პროცესს, საოლქოკომისიის მე-6 წევრების არჩევის, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისადა კომისიების გადამზადების პროცესს დააკვირდნენ. ICDI-ის დამკვირვებლების ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების მე-6წევრის არჩევისა და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესიგამჭვირვალედ, მშვიდ და კანონის დაცვით წარიმართა. ხოლო, რაც შეეხება, სსიპ -საარჩევნო სისტემების, განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერორგანიზებულ ტრენინგებს - აღსანიშნავია, ტრენერთა მაღალი კვალიფიკაცია,მოტივირებულობა და აუდიტორიაზე ორიენტირება. მიუხედავად, მცირეხარვეზებისა, საოლქო და საუბნო კომისიის წევრთა გადამზადება წარიმართა მშვიდდა ტრენინგის (ელექტრონული და ბეჭდური მასალების აღჭურვილობით) ჩატარებისსტანდარტების დაცვით. რაც შეეხება მსმენელთა დასწრებას - ძირითადად, იყომაქსიმალური.განხორციელებული დაკირვების შედეგად, აღსანიშნავია, რომ საქართველოსცენტრალური საარჩევნო კომისიის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაოპროცესი იყო გამჭვირვალე და მოქნილი, მიმდინარეობდა მშვიდ და საქართველოსკანონმდებლობის შესაბამისად.საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნოკომისიამ მყისიერად მოახდინა რეაგირება არასამათავრობო ორგანიზაცია - ICDI-ისმიერ წარდგენილ ინიციატივებზე, რომლებიც განიხილა კომისიის სხდომებზე დაშემდგომ დაარეგულირა დადგენილებების დონეზე.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია(შემდგომში - უწყებათაშორისი კომისია) არის დროებითი ორგანო, რომელიც თავისიკომპეტენციის ფარგლებში, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერსაარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე რეაგირებისა და პრევენციის მიზნითგამოსცემს რეკომენდაციებს. უწყებეთაშორისის კომისიის სხდომები ტარდებოდა სისტემატიურადკანონმდებლობის შესაბამისად. სხდომებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებითკანონმდებლობისა და კომისიის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის მხრიდან იყორეაგირებები, რომლებიც აისახა კომისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებში.9ICDI როგორც დამკვირვებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია,აქტიურად იყო ჩართული უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში დაორგანიზაციის მიერ მოძიებულ დარღვევასთან დაკავშირებით წარადგენდაინფორმაციას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან არსებული საკონსულტაციო/საინფორმაციოკომისია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან არსებული საკონსულტაციო/საინფორმაციოკომისია(შემდგომში - საკონსულტაციო/საინფორმაციო კომისია) საარჩევნოპერიოდში მონიტორინგს უწევს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასა დაკანონიერებას.კომისიის სხდომებზე განიხილებოდა პოლიტიკური პარტიების, საარჩევნობლოკებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების შემოწირულობების და გახარჯვისპოლიტიკა, რეკლამირების, საფეხბურთო მატჩის, პეკინის ველობილიკის გახსნის,მერიის ვიდეო-რგოლისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები11.ICDI როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ჩართული იყო კომისიისსაქმიანობაში. საკონსულტაციო-საინფორმაციო კომისიის საქმიანობა იყოპროდუქტიული და კონკრეტულ შემთხვევებსა და ფაქტებზე ორიენტირებული, რაცშეიძლება დადებითად შეფასდეს.

კენჭისყრის დღე

არჩევნები დემოკრატიული განვითარების საფუძველია, თუმცა მნიშვნელოვანია -თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესები. მიმდინარე წლის არჩევნებმა კიცხადყო, რომ საქართველო ნამდვილად არის დემოკრატიული განვითარების გზაზე,რადგან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმა-რთველობის არჩევნები მშვიდად,კანონმდებლობის დაცვითა და ძალადობის გარეშე ჩატარდა.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მმართველი პარტიისდომინანტობის ფონზე.ამომრჩეველთა სიებში წინა წლებისაგან განსხვავებით არ დაფიქსირებულამნიშვნელოვანი ხარვეზი.ცესკომ მიმდინარე წლის არჩევნებზე უზრუნველყო არჩევნების გამჭვირვალედ,კანონის დაცვითა და მშვიდ გარემოში ჩატარება. საარჩევნო ადმინიტრაციამ თავისივალდებულებები დროულად, ეფექტიანად და გამჭვირვალე პრინციპის დაცვითშეასრულა.ცესკომ დიდი რაოდენობით დამკვირვებლების, პარტიების, კანდიდატებისა დამედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციები გასცა. გარდა ამისა, საარჩევნოპროცესების მეტი გამჭვირვალობისა და კანონიერების მიზნით დანიშნა საკუთარიწარმომადგენელები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე.მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცედურები ზოგადად დაცული იყო,კენჭისყრის დღეს შეიმჩნეოდა ცალკეულ დარღვევები, კერძოდ, საარჩევნო უბნებისმცირედი დაგვიანებით გახსნა, საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირებისყოფნა, ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა და სხვა მცირე პროცედურულიდარღვევები, რომლებიც გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. გარდაამისა, უბნებზე ხალხმრავლობის რიგი შემთხვევების მიუხედავად, პროცესი იყოინკლუზიური და გამჭვირვალე.ICDI-ის დამკვირვებლების მიერ დაწერილი განცხადება/საჩივრებიდან აღსანიშნავია- საჩივარი, რომელიც დაიწერა ფარულობის პრიციპის დარღვევის ფაქტთანდაკავშირებით, კერძოდ, საარჩევნო კაბინებზე მიმართული იყო კამერები. საჩივარსმოჰყვა მყისიერი რეაგირება საარჩევნო კომისიის მხრიდან და კამერები შეიფუთა.რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას - 2017 წლის არჩევნებზე იყო ამომრჩეველთა45.65%, ხოლო 2014 წლის არჩევნებზე 43.31%. აღნიშნული მონაცემებითამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია, რაც ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ ესმონაცემები საერთო მოცემულობით ნამდვილად არ არის მაღალი მაჩვენებელი.კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ - ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ საკრებულოების მაჟორიტარული მანდატებისუმეტესობა მოიპოვა. თუმცა საკრებულოებში შეიმჩნება პარტიული პლურალიზმი,რაც სავსებით პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს. საკრებულოს პროპორციულიარჩევნებისთვის დაწესებული ოთხ პროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახეს:,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, ,,ევროპული საქართველო - მოძრაობათავისუფლებისთვის’’ და ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოსპატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია". მერობის არჩევნებში ,,ქართულიოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ” ხუთი თვითმმართველი ქალაქიდანოთხში, მათ შორის თბილისსა და 59 თვითმმართველი თემიდან 53-ში პირველივეტურში გაიმარჯვა.გარდა ამისა, ექვს საარჩევნო ოლქში (ყაზბეგი, მარტვილი, ქუთაისი, ბორჯომი,ოზურგეთი და ხაშური) კენჭისყრის შედეგების მიხედვით მერობის კანდიდატებთანდაკავშირებით დაინიშნა მე-2 ტური, რომელიც გაიმართა 12 ნოემბერს. მეორე ტურშიმონაწილეობას იღებდნენ მმართველი პარტიის, საინიციატივო ჯგუფისა დაპოლიტიკური პარტიების - ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ და ,,ერთიანინაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები.

საჩივრები და საარჩევნო დავები

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის დამკვირვებლების მიერკენჭისყრის დღის წინა პერიოდში შემოწმდა საუბნო საარჩევნო კომისიებიმომზადების დონე, საარჩევნო უბნის მოწყობისა და კომისიის წევრთა გამოცხადებისსაკითხები. შესაბამისად იმ საარჩევნო უბნებზე რომლებშიც დაფიქსირდადარღვევები ცენტრმა მიმართა რეაგირებისათვის ზემდგომ საარჩევნოკომისიას,რითაცმოთხოვნილიქნასაუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება: N1 მთაწმინდის საარჩევნოოლქის N18; N19; N29 და N33 საარჩევნო უბნები, N4 კრწანისის საარჩევნო ოლქის N18საარჩევნო უბანი, N28 დუშეთის საარჩევნო ოლქის N14 საარცევნო უბანი.საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობასთან და უბნის მოწყობასთან დაკავშირებითსაოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრებიდან:
  • არ დაკმაყოფილდა - 4
  • განუხილველად იქნადატოვებული - 1
  • ნაწილობრივ დაკმაყოფილდა -1
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის დამკვირვებლების მიერკენჭისყრის დღის პროცედურის დარღვევებთან დაკავშირებით შედგენილ იქნა 10-მდე განცხადება/საჩივარი, რომელიც წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნოკომისიებს ადგილზე რეაგირებისათვის. აგრეთვე, ჩანაწერთა წიგნში გაკეთდა 30-მდეშენიშვნა ჩანაწერი.ICDI-ის სადამკვირვებლო მისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგებისშემაჯამებელი ოქმების სიზუსტის და სისრულის მონიტორინგი განახორციელა.საარჩევნო დავების სპეციალური ჯგუფის მიერ განხორციელდა დამკვირვებლებისმიერ წარმოდგებილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ანალიზი, რისშედეგად გამოვლინდა შემდეგი ტიპის დარღვევები: შემაჯამებელი ოქმები არ იყოდამოწმებული უბნის ბეჭდით, ოქმებში ფიქსირდებოდა შესწორებები ზოგადიპროცედურის დარღვევით, ოქმებზე არ იყო სათანადო რეკვიზიტები (შედგენისთარიღი და დრო, ბეჭდის ნომერი), ოქმებში შეინიშნებოდა კენჭისყრაში მონაწილეამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა და კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათარაოდენობის შეუსაბამობის პრობლემა, ფიქსირდებოდა შედეგების ჩასწორებაშემაჯამებელ ოქმში და ა.შ. ხმის დათვლის და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთანდაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ იქნაგანცხადება/საჩივრები, კერძოდ:შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადა მდივნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება: N1მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N7 საარჩევნო უბანი, N4 კრწანისის საარჩევნო ოლქისN1, N10, N13, N15, N18, N20 და N23 საარჩევნო უბნები, N4 კრწანისის საარჩევნოოლქის N1, N10, N13, N15, N18, N20 და N23 საარჩევნო უბნები, N6 სამგორისსაარჩევნო ოლქის N1,N9, N13, N19, N24, N32, N49, N70, N81, N83, N86 და N89საარჩევნო უბნები, N9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის N16 და N72 საარჩევნო უბანი,N10 გლდანის საარჩევნო ოლქის N23, N29, N35, N37 და N80 საარჩევნო უბნები; N11საგარეჯოს საარჩევნო ოლქის N12 საარჩევნო უბანი; N15 ლაგოდეხის საარჩევნოოლქის N26 და N37 საარჩევნო უბანი; N27 მცხეთის საარჩევნო ოქლის N05, N06, N08და N25 საარჩევნო უბნები; N28 დუშეთის საარჩევნო ოლქის N4, N6, N7, N12, N33, N46და N47 საარჩევნო უბნები.საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებთანდაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრებიდან (41საარჩევნო უბანზე):
  • დაკმაყოფილდა - 14 საარჩევნო უბნის შემთხვევაში
  • არ დაკმაყოფილდა - 19 საარჩევნო უბნის შემთხვევაში
  • განუხილველად იქნა დატოვებული - 8 საარჩევნო უბნის შემთხვევაში
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა N19 თიანეთის ოლქის N20უბანზე დარღვევის საფუძველზე სასამართლოში წარდგინა სარჩელი N19 თიანეთისსაოლქო კომისიის N16/2017 და N17/2017 განკარგულებების ბათილად ცნობასთან,N20 უბანზე კენჭისყრის შედეგებისა და შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობასთანდაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ N20 უბანზე ბუნდოვანი იყოამომრჩეველთა გამოხატული ნება და ცალსახად შეუძლებელი იყო რომელიმეკანდიდატის გამარჯვებულად გამოცხადება, ICDI-იმ საარჩევნო პროცესების,გამჭვირვალობის, კანონიერების, თანასწორობის პრინციპისა და ამომრჩეველთაგამოხატული ნებისა დაცვის მიზნით როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციამმიმართა სასამართლოს- მცხეთის რაიონულ სასამართლოს.დავა გაგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული ინსტანციასაარჩევნო დავებში წარმოადგენს ბოლო ინსტაციას, რომლის გადაწყვეტილებაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლომ წარდგენილ სარჩელზე მიიღოგადაწყვეტილება და დააკმაყოფილა მოსარჩელის 2 მოთხოვნა - N19 თიანეთისაოლქო კომისიის N16/2017 და N17/2017 განკარგულებების ბათილად ცნობა, რაცძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.გარდა აღნიშნულისა ორგანიზაციის მხრიდან საარჩევნო პერიოდში, კენჭისყრისდღესა და მის შემდგომ დაიწერა -- საჩივარი ოლქში, ხოლო კენჭისყის დღეს უბანზე --- საჩივარი, რომელთანგან ნაწილი განუხილველი დარჩა, არ დაკმაყოფლდა,ნაწილობრივ დასრულად დაკმაყოფილდა.

არჩევნების მეორე ტური

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისოცენტრი“ (ICDI) არჩევნების მეორე ტურს - ბორჯომის მუნიციპალიტეტში დააკვირდა.ICDI-ის შეფასებით 12 ნოემბერს საარჩევნო პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოსა დაკანონმდებლობის დაცვით. არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის გადაცდომები,რომლებიც გავლენას იქონიებდა კენჭისყრის პროცედურის წარმართვასა დაშედეგებზე. საარჩევნო უბნებზე გარკვეულ ხარვეზებზე დამკვირვებლებისმითითების საფუძველზე, საარჩევნო კომისიების მხრიდან, მყისიერად ხდებოდარეაგირება, რაც დადებით შეფასებას იმსახურებს.პოზიტიურად შეიძლება მივიჩნიოთ, საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელორგანიზაციათა რაოდენობა და მობილიზება, თუმცა შეიმჩნეოდნენდამკვირვებლები, რომლებიც არ იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რომელდამკვირვებელ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, რაც მათ უბანზე ყოფნის მიზანსბუნდოვანს ხდიდა.აღსანიშნავია ის გარემოება, რომ N36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის უმეტეს უბნებზეშესამჩნევი იყო კომისიის წევრების მომზადების მაღალი დონე - ისინი მყისიერადრეაგირებდნენ თითოეულ გადაცდომაზე და მარტივად ხდებოდა რიგი ხარვეზებისპრევენცია უშუალოდ უბნებზე.შესაბამისად ის საჩივრები, რომლებიც 12 ნომებერს უშუალოდ არჩევნების დღისპერიოდში დაიწერა ძირითადად მოიცავდა პროცედურულ გადაცდომებს(რომლებიც ასევე მცირე რაოდენობით იყო) რაც საბოლოოდ გავლენას ვერიქონიებდა არჩევნების შედეგებზე.ზოგადი თვალსაზრისით ICDI დადებითად აფასებს 12 ნოემბრის კენჭისყრისპროცესებს და მიიჩნევს, რომ არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოშიჩატარდა.

რეკომენდაციები

  • საქართველოს პარლამენტს
ICDI-ის მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა განახორციელოსსაარჩევნო რეფორმა, რომლის ფარგლებში აუცილებელია წარიმართოს მსჯელობასაკანონმდებლო ხარვეზებზე და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ,დაიხვეწოს კონკრეტული ნორმები საარჩევნო ადმინისტრაციის
დაომპლექტებისას. ასევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ არსებითგარემოებებზე როგორებიც არის: საარჩევნო კამპანია, მედია და ონლაინ-სივრცე.
  • საარჩევნოა დმინისტრაციას
ცესკომ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისოსადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და პრაქტიკაშიარსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით მოახდინოს მყისიერი რეაგირება დააწარმოოს პარლამენტთან თანამშრომლობა საკანონმდებლო ხარვეზებისაღმოფხვრისა და დახვეწის თაობაზე.
  • პოლიტიკური პარტიებს
საჭიროა პოლიტიკურმა პარტიებმა კანდიდატების შერჩევის შიდაპროცედურების მეტი გამჭვირვალობა უზრუნველყონ, რათა ხელი შეუწყონპოლიტიკური პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლების მეტად ფართოჩართულობას. აღსანიშნავია, რომ ფართო ჩართულობაში ასევე მოიაზრება ქალთაროლის ზრდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ბოლო წლებია საკმაოდთვალსაჩინოა. 2017 წლის ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევერთხელ მკაფიოდ დააყენა არსებული თემა დღის წესრიგში, რადგან ზოგადადარჩევნებში ჩართული პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეინიშნებოდა მათრიგებში ქალი კანდიდატების სიმწირე ან რიგ შემთხვევებში საერთოდუგულებელყოფა. შესაბამისად, სამომავლოდ ქალთა მონაწილეობის გაზრდისმიზნით პოლიტიკურმა პარტიებმა შიდა კვოტების შემუშავებასა და დაცვაზეუნდა იფიქრონ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160