სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შედეგები ქვეყნისთვის » ICDI.GE

სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შედეგები ქვეყნისთვის

ავტორი icdi, 9-05-2018, 13:33 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები

სამხრეთ კავკასიის რეგიონი დღითიდღე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი ხდება, სადაც ლოგიკურია არსებობს სხვადასხვა გლობალური ძალების თანაკვეთა. ერთის მხრივ ევროკავშირი, რომელსაც რეგიონში გააჩნია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა. იგი მოიცავს კავკასიის 3 ქვეყანას. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ევროკავშირთან ურთიერთობებში უდავო ლიდერი საქართველოა, თუმცა სომხეთი საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა შიდა პოლიტიკური და საგარეო მისწრაფებებით, რომლებიც რთული იქნება ვთქვათ, რომ გარე ძალების ჩარევის წარიმართება. საინტერესო იქნება მოკლედ განვიხილოთ სომხეთის საგარეო ვექტორები და მიმართულებები. სომხეთს, 2013 წლამდე, შეიძლება ითქვას, რომ ჰქონდა ევროპული კურსი, თუმცა
ამავე წლის 3 სექტემბერის გადაწყვეტილებით შეერთებოდა ჯერ კიდევ არარსებულ ევრაზიულ კავშირს, უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე. სწორედ მას შემდეგ, რაც სომხეთის იმდროინდელი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. სარქისიანის გაცხადებით სომხეთი რუსეთის, ბელარუსიისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას აპირებდა. ამ ნაბიჯს, რაღა თქმა უნდა მოყვა საპასუხო ქმედება ევროკავშირისგან, რაც გამოიხატა ბრიუსელის მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების არა მხოლოდ პოლიტიკური ნაწილის გაუქმებით, არამედ მთელი ხელშეკრულებს ანულირებით. როგორც ვხედავთ, პუტინთან შეხვედრის შემდგომ საკმაოდ მარტივად თქვა უარი სერჟ სარქისიანმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. აშკარაა რუსეთის ზეწოლა. მიმდინარე წლის აპრილში სომხეთში ბევრისათვის მოულოდნელი პროცესები წარიმართა. 13 აპრილს მოსახლეობა გამოვიდა სერჟ სარქისიანის გადადგომის მოთხოვნით. აღნიშნული საპროტესტო გამოსვლები 11 დღე გაგრძელდა, მანამ, სანამ აქციის მონაწილეებმა შედეგამდე არ მიაღწიეს. პროტესტმა კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, რაც გამოსვლებს სამხედროებიც კი შეუერთდნენ და რამდენიმე საათში სარქისიანი გადადგა. ოპოზიციური ძალის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი იყო, რომელიც მეტად სავარაუდო იყო რომ ახალი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. რუსეთის მთავრობა მუდმივად ცდილობს ბერკეტების მტკიცედ დაჭერს სომხეთთან მიმართებით. ამის მაგალითია სომხეთ-რუსეთის
 
ენერგოდამოკიდებულება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ რუსები საკმაოდ დიდ წილს ფლობენ სომხურე სივრცეებში, იქნება ეს ატომური ენერგიის გამომმუშავებელი სადგური, გაზი, ასევე ბანკების წილები და სხვ. ერთი შეხედვით, მოკლედ რომ შევაფასოთ, საქრქისიანის გადადგომამ უნდა იმოქმედოს სომხეთის დასავლეთთან მეტად დაახლოების გზაზე, თუმცა მეორე კუთხეში არის უკვე მძლავრი დამოკიდებულება სომხეთისა რუსეთზე, უფრო სწორად რუსეთის უხეშ პოლიტიკა და ზეწოლა სომხეთზე. უდავოდ მისასალმემებელი ფაქტია, რომ სომხეთში გადადგა რუსული იდეების გამტარებელი სარქისიანი, თუმცა რუსეთის ბერკეტები ქვეყანაში კვლავ მძლავრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონს ერთი იდენტობა უკვე დიდი ხანია აღარ გააჩნია, საქართველოსათვის სტაბილური მეზობლების ყოლა მნიშვნელოვანია. რაღა თქმა უნდა, ეს პროცესი ორმხრივია. ექსპერტების უმეტესობა დადებითად აფასებს სომხეთში მიმდინარე რპოცესებს ქვეყნის დემოკრატიზაციის პარალელურად. ვიმედოვნოთ, რომ ეს იქნება დასაწყისი რუსეთის ბერკეტების შეზღყდვის და შემცირების, რაც საკმაოდ ხელსაყრელი ვითარება იქნება საქართველოსათვისაც.


ბიბლიოგრაფია:

 Rustavi2, 2018, ,,სომხეთში მიმდინარე პროცესები - პირველ მიასს პარლამენტში ახალი პრემიერის არჩევაა დაგეგმილი“, ინტერნეტი:
http://rustavi2.ge/ka/news/102686 ბოლო ნახვა: 7 მაისი, 2018.
 JAMnews, 2018, ,,სომხეთი-ევროკავშირი, მეორე წარმატებული მცდელობა“, ინტერნეტი: https://jam-news.net/?p=72425&lang=ka , ბოლო ნახვა: 7 მაისი, 2018.
 რადიო თავისუფლება, 2018, ,,გადადგა სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი“ ინტერნეტი: https://www.radiotavisupleba.ge/a/29187139.html ბოლო
ნახვა: 7 მაისი, 2018.
 ტაბულა, 2018, ,,დიმიტრი ავალიანი: სომხეთი-იძულებითი არჩევანი“ ინტვერნეტი: http://www.tabula.ge/ge/story/91462-somxeti- idzulebiti-archevani ბოლო ნახვა: 7 მაისი, 2018.
 Böll SOUTH CAUCASUS, 2018, ,,სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები: შემცირებული სარგებელი“ ინტერნეტი: https://ge.boell.org/ka/2017/10/16/somxet-rusetis- urtiertobebi-shemcirebuli- sargebeli ბოლო ნახვა: 7 მაისი, 2018.
 JAMnews, 2018, ,,სომხეთი-რუსეთი: ბუნებრივი აირით გათბარი გრძნობები“ ნტერნეტი: https://jam-news.net/?p=4308&lang=ka ბოლო ნახვა: 7 მაისი, 2018.
 რადიო თავისუფლება, 2018, ,,ნიკოლოზ ფაშნიანი ოფიციალურად დაასახელეს სომხეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატად“ ინტერნეტი:
https://www.radiotavisupleba.ge/a/29200655.html ბოლო ნახვა: 7 მაისი, 2018.
 Ipress, 2018, ,,გაზპრომის მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში“ ინტერნეტი: http://www.ipress.ge/new/16195-
gazpromis-monopolia- da-somkheti- rusuli-gazis- alternativis-dziebashi ბოლო ნახვა: 7 მაისი, 2018.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160