სკრიპალის საკითხი და რუსეთის დიპლომატიური სკანდალი » ICDI.GE

სკრიპალის საკითხი და რუსეთის დიპლომატიური სკანდალი

ავტორი icdi, 31-03-2018, 12:48 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები


რუსეთი საკმაოდ მწვავე დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ 66 წლის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი 33 წლის ქალიშვილის მკვლელობის მიზეზი რუსეთში წარმოებული ქიმიური ნერვული აგენტები აღმოჩნდა. 2018 წლის 6 მარტს მამა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ფაქტია, რომ მათ გადარჩენის შანსი ფაქტობრივად არც კი დაუტოვეს.
საინტერესო იქნება, თუ გაიხსენებთ არსებულ საერთაშორისო კონვენციებს ქიმიური იარაღის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომლსაც, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციაც უერთდება. საბჭოთა კავშირი ცნობილი იყო მრავალი სახეობის ქიმიური ნივთიერების წარმოებით და ლოგიკურია, რომ შესაბამის საწარმოო ინფრასტრუქტურასაც ფლობდა. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ, რუსეთი შეუერთდა აშშ-ს საერთო საფრთხეების შესამცირებლად შექმნილ პროგრამებს და მზადყოფნა გამოთქვა ქიმიური აგენტების გასანადგურებლად, რომლებიც არ იქნებოდა გამოყენებული არც საომარი და არც მშვიდობიანი მოქმედებების პერიოდში. აღნიშნულ შეთანხმებას ვადა 2013 წელს გაუვიდა, თუმცა ის ჩანაცვლდა ორმხრივი პროტოკოლით ამერიკა-რუსეთს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აქვს აღებული ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის ვალდებულება. ასვე არსებობს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ საერთაშორისო კონვენცია, რომელზეც მოლაპარაკებები 1980 წლიდან დაიწყო, გაერთიანებული ერების განიარაღების შესახებ კონფერენციაზე. კონვენცია ხელმოწერებისათვის გაიხსნა 1993 წლის 13 იანვარს და ძალაში 1997 წლის 29 აპრილს შევიდა. კონვენცია ამჟამად 192 სახლემწიფოა აერთიანებს, ისრაელმა ხელი მოაწერა, თუმცა რატიფიკაცია ჯერ არ მომხდარა, ხოლო ეგვიპტე, ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ სუდანი არ არიან ანიშნული კონვენციის მონაწილეები. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კონვენციისა არის ის, რომ მასში სრულად მონაწილეობს რუსეთი, რომელმაც კონვენციას ხელი მოაწერა 1993 წლის 13 იანვარს და რატიფიკაცია მოხდა 1997 წლის 11 მაისს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უარს ამბობს ქიმიური გამოყენების იარაღის განვითარება, წარმოება, მოპოვება, შენახვასა და გაყიდვაზე. ასევე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ტრანსფერზე, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, სამხედრო წვრთნების დროს გამოყენების მიზნით, ან მასობრივი არეულობის დროს გამოყენებაზე. როგორც ვხედავთ, რუსეთის ქმედება არჟვევს რიგ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ლეგიტიმურადაა ცნობილი თავად მათ მიერ. რუსეთი თავად აცხადებს, რომ აღნიშნული მკვლელობის ბრალდება უბრალოდ პროვოკაციაა ბრიტანეთის მხრიდან, ქიმიური იარაღი სწორედ ბრიტანეთის მთავრობის მიერ იქნა გამოყენებული სკრიპალის წინააღმდეგ. რუსეთის წარმომადგენელმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ რუსეთი მუდამ მზად არის თანამშრომლობისათვის.
უასაფრთხოების საბჭოს აღნიშნული სხდომა ბრიტანეთის საგანგებო მოთხოვნით ჩატარდა, რომლზეც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა შემდეგი განცხადება გააკეთა: ,, რუსეთს სახელმწიფოს მიერ ოპონენტთა მკვლელობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა, რომელიც 10 წლის წინ რადიაქტიული ნივთიერებით მოწამლეს ჩვენს ქვეყანაში. რუსეთი უკვე დიდი ხანია ერევა სხვა სახელმწიფოთა შიდა საქმეებში. მათ შორის არის მონტენეგროში გადატრიალების მცდელობა, რეგულარული კიბერთავდასხმები სხვადასხვა ქვეყნებში და დემოკრატიული პროცესების ხელყოფა. რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევის დიდი ხნის ისტორია აქვს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები ჩვენ ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოში ვნახეთ.“

საბოლოო ჯამში, აღნიშნული ქმედების პასუხად რუსეთის საქციელზე, პივრველი ნაბიჯები ბრიტანეთის მთავრობამ გადადგა, რაც სრულიად ლოგიკურია. მოხდა 23 დიპლომატის გამოძევება. აშშ-ში ეს რიცხვი ბევრად მეტი აღმოჩნდა. 455 დიპლომატიდან ამერიკამ 60 საკუთარ ქვეყანაში დააბრუნა, ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად. კანადამ გადაწყვეტილება 7 დიპლომატზე მიიღო, უკრაინამ 13 რუსი დიპლომატი გამოაცხადა პერსონა ნონგრატად, გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა 4-4. ჩეხეთმა და ლიტვამ 3, ნიდარლანდები, იტალია, დანია და ალბანეთი 2-2, შვედეთი, ხორვატია, რუმინეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია თითო დიპლომატს გააძევებს და ასევე ეს უკანასკნელი აპირებს რუსეთის მოქალაქეთა იმ სიის გაფართოებას, რომელსაც ქვეყანაში აღარ შემოუშვებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ნატომაც დაითხოვა რუსი ელჩი სკრიპალის საქმის შემდგომ. რაც შეეხება საქართველოს ნაბიჯს, 29 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი პერსონა ნონგრატად გამოცხადდა და მოეთხოვა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება 7 დღის ვადაში. ეს, რა თქმაუნდა, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა საერთაშორისო სოლიდარობისათვის ბრიტანეთის სამეფოს მიმართ. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ რუსეთის დესტრუქციული ქმედება სათანადოდ შეფასდა რიგი ქვეყნების მიმართ, რაც სამომავლო შედეგებზე აისახება რუსეთთან ურთოერთობისას.

გამოყენებული წყაროები:

• tvpirveli.ge 2018. ,, რუსეთის საკითხი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე”,
ინტერნეტი: http://www.tvpirveli.ge/?id=4477 ბოლო ნახვა: 29 მარტი, 2018.

• agora.ge, 2018, ,, ბოლო წლების ყველაზე დიდი დიპლომატიური სკანდალი - რას გეგმავს
რუსეთი?“, ინტერნეტი: https://agora.ge/new/21145-bolo-tslebis-yvelaze-didi-diplomatiuri-
skandali-ras-gegmavs-ruseti ბოლო ნახვა: 29 მარტი, 2018.

• The Guardian, March 15, 2018, ,, Spy poisoning: allies back UK and blast Russia at UN security
council“, Internet: https://www.theguardian.com/world/2018/mar/14/uk-spy-poisoning-russia-
tells-un-it-did-not-make-nerve-agent-used-in-attack Date Accessed: March 29, 2018.

• VOA, March 27, 2018, ,, Russia Reacts to Mass Expulsion of Diplomats” Internet:
https://www.voanews.com/a/us-expelling-russian-diplomats-in-response-to-ex-spy-
poisoning/4318809.html Date Accessed: March 29, 2018

• The Chemical Weapons Convention (CWC) at a Glance | Arms Control Association, 2018, ,, Fact
Sheets & Briefs” Internet: https://www.armscontrol.org/factsheets/cwcglance Date Accessed:
March 29, 2018

• Nuclear Threat Initiative - Ten Years of Building a Safer World, 2018, ,,Russia” Internet:
http://www.nti.org/learn/countries/russia/chemical/ Date Accessed: March 29, 2018

• Chemical Weapons Convention Signatories and States-Parties | Arms Control Association, 2018,
,, Fact Sheets & Briefs” Internet: https://www.armscontrol.org/factsheets/cwcsig Date Accessed:
March 29, 2018скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160