ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა » ICDI.GE

ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა

ავტორი icdi, 19-03-2018, 12:57 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები



დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტია 2017 წლიდან. იგი რესპუბლიკური პარტიიდან იყო წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატად, რომელსაც ოპონირებას დემოკრატი, ჰილარი კლინტონი უწევდა. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის შემდგომ, ტრამპის გაპრეზიდენტებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია მსოფლიო მასშტაბით. საინტერესო და ყურადსაღები აღმოჩნდა მის მიერ განახლებული პოლიტიკა სხვადასხვა კონტექსტში, თუმცა დღევანდელ სტატიაში ძირითადად მის მიერ გატარებულ და დაგეგმილ ეკონოიკურ ნაბიჯებს განვიხილავთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში აკავშირებს ქვეყნებს ერთმანეთთან და შეიძლება მრავალი გადაწყვეტილების მაპროვოცირებელი ფაქტორიც კი გახდეს ეს ეკონომიკაა.

მიმდინარე წელი საკმაოდ საინტერესო მოვლენებით დაიწყო, დავოსის ეკონომიკური სამიტით სადაც მიუხედავად ბევრი ადამიანის პროტესტისა, სიტყვით გამოვიდა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ჯონ ტრამპი.

სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები საუბრობდნენ ამერიკის იზოლაციურ პოლიტიკაზე, რომელსაც ე.წ ტრამპის პოლიტიკად მიიჩნევდნენ. ამ საკითხზე ტრამპმა გააკეთა განმარტებები, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლოზუნგი ,,ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ განმარტა ტრამპმა, როგორც ეკონომიკურად დაწინაურებული ქვეყანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ამერიკა ამ სფეროში იქნება მარტო. ამით ტრამპმა ფაქტობრივად უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები იზოლაციურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. იგი ვერ ხედავს ეკონომიკურად ძლიერ აშშ-ს სხვა ქვეყნების დახმარების გარეშე. დავოსის სამიტზე გაჟღერდა, რომ ამერიკა ღიაა ბიზნესისთვის, თუმცა, არსებობს ტრამპის პოლიტიკური ბერკეტები და გადაწყვეტილებები, რომლებიც გარკვეულ სფეროებში ამ იდეას ეწინააღმდეგება კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. ასეთი ქვეყანაა ჩინეთი, ძლიერი ეკონომიკის ქვეყანა, რომელიც პირველია მსოფლიოში ფოლადისა და ალუმინის ბაზარზე. ტრამპის მხრიდან დაანონსდა 25 % ტარიფი ფოლადზე, ხოლო ალუმინზე 10 %. ჩინეთ-ამერიკას შორის სავაჭრო ბრუნვა 660 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან ამერიკის წილი 110 მილიარდი დოლარია, ხოლო ჩიენთის 550. ფაქტია, რომ ამ მაჩვენებელში ამერიკა ნამდვილად არაა პირველი, შესაბამისად ტრამპი სავარაუდოდ ცდილობს კონკურენტების ჩამოცილებას ისე, რომ ამერიკა მართლაც პირველი გახდეს. არ გამოირიცხება გარკეულწილად ისტორიის გამეორება აშშ-ს ისტორიაში როდესაც 20 ათასზე მეტ იმპორტულ სახეობაზე დაწესდა ტარიფები ჰერბერტ ჰუვერის მიერ, რამაც დიდი დეპრესიის პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. თუმცა არსებობდა კიდევ მეორე მსგავსი ქმედება ტარიფებთან მიმართებით იაპონიის წინააღმდეგ, ამ ეტაპზე ,,გამარჯვება“ აშშ-ს ხვდა წილად. ტარიფების დაწესებას სარისკოდ შემდგონი რეაქცია აქცევს ხოლმე. საინტერესოა ამ ორი მაგალითიდან რომელს გაითვალისწინებს დონალდ ტრამპი და გველოდება თუ არა წინ ე.წ. სავაჭრო ომი ორ ეკონომიკურ გიგანტს შორის, როგორც ამას რიგი სპეციალისტები წინასწარმეტყველებენ.

სატარიფო პოლიტიკა მხოლოდ ჩინეთის მიმართ არაა გამოყენებული, ეს უკვე ტრამპის ზოგად კურსად ჩამოყალიბდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ტარიფების დაწესების დროს არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი, შესაძლოა მექსიკა და კანადა გათავისუფლებულ იქნეს მკაცრი ტაიფებისაგან, ასევე სხვა ქვეყნებიც. რექს ტირესონმა და ჯიმ მატისმა განაცხადეს, რომ ტარიფები გაართულებს ურთიერთობას ამერიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოკავშირეებთან უსაფრთხოების სფეროში. ალბათ სწორედ ეს გახდა მიზეზი გამონაკლისების დაშვებისა, თუმცა თეთრი სახლის ეროვნული ვაჭრობის საბჭოს დირექტორმა, პიტერ ნავარომ აღნიშნა, ,,თუ მოხდება გამონაკლისების დაშვება კონკრეტულ მაგალითებზე, მაშინვე უნდა გაიზარდოს ტარიფები სხვა ქვეყნებთან მიმართებით.

7 მარტს ტრამპმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა ,,ბუშის მთავრობიდან დღემდე, აშშ-მ 55 000 ზე მეტი ფაბრიკა დაკარგა, ასევე სავაჭრო დეფიციტმა 12 ტრილიონი დოლარი შეადგინა’’, ,, წინა წელს ამ დეფიციტი 800 მილიარდი დოლარი იყო, ცუდი პოლიტიკა და ლიდერობა. ისევ უნდა მოვიგოთ“.

როგორც უკვე აშკარა ხდება, ტრამპი ცდილობს საკუთარი პოლიტიკით ისეთი სავაჭრო პარტნიორებისა და ქვეყნების ჩამოცილებას, რომლებიც ამერიკასთან შედარებით მოწინავე ადგილებს იკავებენ. ასეთი ქვეყნები ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის სამიზნეებად შეიძლება აღვიქვათ, თუმცა საინტერეოა ამ მიმართულებით მოვლენების განვითარება. რომელი ქვეყნები აღმოჩნდებიან ,,გამონაკლისის’’ სტატუსის მატარებლები და რამდენად მოახერხებს ტრამპი აქციოს ამერიკა პირველ ქვეყნად ისე, რომ იგი ღია დარჩეს ბიზნესის მკეთებელი კომპანიერბისათვის.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160