ვიზალიბერალიზაციის 1 წელი და გერმანიის პოზიცია » ICDI.GE

ვიზალიბერალიზაციის 1 წელი და გერმანიის პოზიცია

ავტორი icdi, 28-02-2018, 22:50 | კატეგორია სიახლეები

საქართველომ საკუთარი ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსი დიდი ხანია საჯაროდ დააფიქსირა. შესაბამისად, თითოეული ნაბიჯი ამ კურსის ჩვენებასა და გატარებას ისახავს მიზნად. ლოგიკურია, რომ საპასუხოდ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მოხდა საქართველოსათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტი საქართველოსათვის, როდესაც მივიღეთ წერილობითი დასტური იმისა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.

რაც შეეხება ევროკავშირს, ზუსტად ერთი წლის წინ საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულება. უვიზო რეჟიმი გულისხმობს შენგენის ზონაში თავისუფალ გადაადგილებას ვიზის გარეშე, რაც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, 4 არაწევრ ქვეყანას (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია) და 4 შენგენის არაწევრ ქვეყანას (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია). თუმცა სავიზო რეჟიმი ჩვეულებრივად მოქმედებს ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში. საქართველოს მოსახლეობას ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ მოგზაურობა ვიზის გარეშე, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვიზიტი მხოლოდ მოკლევადიანი შეიძლება იყოს. უვიზო რეჟიმი, პირველ რიგში, ნიშნავს ნდობას საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხრიდან.
საქართველოს მოსახლეობა და რა თქმა უნდა, მთავრობაც, ერთი წლის წინ ამ საკმაოდ მნიშვნელოვან წინსვლას დიდი სიხარულით შეხვდა, თუმცა არსებობდა გარკვეული მოსაზრებებიც, რომ გაიზრდებოდა ქართველ ემიგრანტთა რიცხვი და ასევე ქართველი არალეგალები შენგენის ზონაში. ერთი წლის შემდგომ საკმაოდ საინტერესო შედეგებამდე მივედით. უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე აღნიშნული შესაძლებლობა უამრავმა ქართველმა გამოიყენა, თუმცა გარკვეულ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს თავშესაფრის მთხოვნელ ადამიანთა რაოდენობის ზრდა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა ყველაზე მძაფრად ამ რიცხვის ზრდას გერმანია განიცდის. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული სტატისტიკის საფუძველზე ირკვევა, რომ 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ ითხოვა, ოქტომბერში - 355-მა, ნოემბერში - 444-მა, დეკემბერში - 522-მა, ხოლო იანვარში 745-მა ადამიანმა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე გერმანიის მთვარობამ დაიწყო გამაფრთხილებელი გზავნილების გაკეთება საქართველოს მიმართულებით, რაზედაც საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო პრევენციული ზომების მიღება. აღნიშნული საკითხი მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გერმანიის პარლამენტის ,,ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა“ და ,,ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ ფრაქციის სპიკერმა სტეფან მაიერიმ ,,Die Welt“-თან საუბრისას განაცხადა ,,თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და კვლავ შემოიღოს სავიზო რეჟიმი“. უფრო ზუსტად კი აღნიშნული ინიციატივა ნორდრაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრ იოახიმ შტამპს ეკუთვნის. აღნიშნული მხარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბოლო პერიოდში გახშირებულია ქურდობების რიცხვი, რაც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. ნორდრაინ-ვესტფალიის ტერიტორიაზე, ორლინგჰაიზენის თავშესაფარში 400-მდე ადამიანია, მათ შორის ბევრი ქართველია, თუმცა, სამწუხაროდ, ზუსტი რიცხვი უცნობია. იოახიმ შტამპის განცხადებით, ქართველები ქურდობისთვის იყენებენ იმ პერიოდს, რა პერიოდშიც განიხილება მათი სტატუსის მინიჭების საკითხები. თუმცა, ქართველებისათვის ლტოლვილის სტატუსის მიღება გერმანიაში ძალიან რთული საკითხია. საყურადღებოა, რომ შტამპი და მაიერი ზუსტად ერთი და იგივე პარტიის წარმომადგენლები არიან და ისინი არ არიან გერმანიის მთავრობაში. ლოგიკურია, რომ ვნებათა ღელვა გამოწვეულ იქნა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მაიერისა და მისი თანაპარტიელების განცხადებები არაა სამთავრობო პოზიცია და შესაბამისად გერმანიაც, რა თქმა უნდა, ამ ეტაპისათვის არ ითხოვს უვიზო რეჟიმის გაუქმებას, თუმცა ფაქტი საყურადღებოა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის 35%-ით ზრდასთან დაკავშირებით ევროკავშირის ტერიტორიაზე: ,,მინდა, კიდევ ერთხელ, მოვუწოდო ქართველ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ იმ დიდ შესაძლებლობას, რომელიც ვიზალიბერალიზაციით მოგვენიჭა“, ,, ამჟამად არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს პირობები (უვიზო მიმოსვლის) გადაიხედოს“.

გაფრთხილებების მიღებამ, რა თქმა უნდა, შექმნა გარკვეული მღელვარების საფუძვლები საზოგადოებაში, თუმცა, საბედნიეროდ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუფერხებლად შეუძლია ისარგებლოს საკუთარი 90 დღიანი ვადით შენგენის წევრ ქვეყნებში ყველა საჭირო საბუთის ქონის შემთხვევაში.

ავტორი: მარიამ ბიწაძე

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160