სახალხო დამცველის 2016 წლის შემაჯამებელი ანგარიში
„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ (ICDI) თავმჯდომარე მერი კაპანაძე და გამგეობის წევრი ტატო ირემაძე საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრნენ, რომლის პრეზენტაციაც 6 თებერვალს გაიმართა.
ანგარიში შეეხო სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეთა მომართვიანობას, სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და მათი შესრულების სტატისტიკურ მაჩვენებელს, სახალხო დამცველთან არსებულ მრჩეველთა საბჭოების საქმიანობას, აპარატის მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით გაწეულ სამუშაოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ფინანსური და ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემებს და ინფორმაციას სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით შესრულებული პროექტების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ნახვები 1 316
