დეზინფორმაციის საფრთხეები საარჩევნო გარემოში
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ (“ICDI”) და ა(ა)იპ ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (“IDMC”) აფასებენ დეზინფორმაციის საფრთხეებს საარჩევნო გარემოში.
ანგარიშში შეფასებულია 2021 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციის ფაქტები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და ამომრჩევლებში საარჩევნო პროცესების მიმართ უნდობლობის გაჩენის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ანგარიში მითითებულია, რომ სწორი და ზუსტი ინფორმაციის გავრცელება აუცილებელია პროცესების გამჭვირვალობისათვის;
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, სადაც დაცული უნდა იქნეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყალბი ინფორმაციის თაობაზე და ასევე, სახელმწიფოს ვალდებულება - შეიმუშავოს მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციასა და აღკვეთას.
მნიშვნელოვანია, არჩევნებში ჩართულმა მხარეებმა გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელონ, რათა ყალბმა ინფორმაციამ არ განაპირობოს მშვიდობიანი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსათვის ხელის შეშლა.
უცვლელად გთავაზობთ ანგარიშს - ,,დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში“:
https://www.docdroid.net/bbpyLDC/dezinformatsia-angarishi-icdi-da-idmc-2021-pdf
ნახვები 262