2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მე-2 შუალედურ ანგარიში » ICDI.GE

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მე-2 შუალედურ ანგარიში

ავტორი icdi, 1-10-2021, 18:30 | კატეგორია ---

ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ (ICDI) და ა(ა)იპ ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (IDMC) ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მე-2 შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში შეფასებულია ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არჩევნების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების, კოვიდ-უბნების შექმნის, პარტიების რეგისტრაციისათვის ხელშეწყობის, ვიდეოფიქსაციის, ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატების, შეცვლილი კაბინის ფორმების თაობაზე, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები, ტრენინგები, ინფორმაციულობის დაცულობის ცენტრის საქმიანობა, საკონსულტაციო ჯგუფის საკითხი, უბნების მონიტორინგის შედეგები და წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაციის წესების დარღვევები.
წინასაარჩევნო პერიოდში ერთობლივი მისიის ძირითადი მიგნებების საფუძველზე ანგარიშში ასახულია რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც მნიშნელოვანია ჩართული მხარეების, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების წევრების/წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ ძალადობისაგან, ცრუ ინფორმაციისა და საარჩევნო კომისიების წევრებზე ზეწოლისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა;
გარდა აღნიშნულისა, რეკომენდაცია შეეხება იმ მექანიზმების შემუშავებას, რომელიც გაზრდის პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების მონაწილოებას სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში და უზრუნველყოფს მათი მხრიდან დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

file:///C:/Users/W10X64p/Desktop/2021/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/II%20%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20ICDI%20%E1%83%93%E1%83%90%20IDMC.pdfскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160