სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ICDI და IDMC არჩევნების წინა დღეს აფასებენ » ICDI.GE

სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ICDI და IDMC არჩევნების წინა დღეს აფასებენ

ავტორი icdi, 1-10-2021, 15:10 | კატეგორია ---

სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ICDI და IDMC არჩევნების წინა დღეს აფასებენა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრისა“ (ICDI) და ა(ა)იპ ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (IDMC) ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა არჩევნების წინა დღეს (2021 წლის 1 ოქტომბერს) თბილისში, ყვარელში, ახალციხეში, ქარელში, გორში, ადიგენში, გარდაბანსა და თეთრიწყაროში განახორციელეს საუბნო საარჩევნო კომისიების მონიტორინგი.მონიტორინგის მთავარი მიზანი იყო კენჭისყრისათვის მზადების პროცესის შემოწმება.
კენჭისყრის დღისათვის მზადების პროცესი მოიცავს კენჭისყრის დღემდე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ  შესაბამისი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ყველა საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის გადაცემას, ხოლო საუბნო საარჩვენო კომისიების წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა მოაწყონ კენჭისყრის შენობა.
ერთობლივი მისიის გრძელვადიანი დამკვირვებლები საოლქო საარჩევნო კომისიებში დააკვირდნენ ინვენტარისა და საარჩევნო დოკუმენტაციის გაცემის პროცესს, ასევე, შეამოწმეს საუბნო საარჩვენო კომისიებიც.დამკვირვებელთა შეფასებით, უბნები მზად არის 2021 წლის 2 ოქტომბერს არჩევნების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩასატარებლად.დამკვირვებელთა ინფორმაციით, არჩევნების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიები აღჭურვილნი არიან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისათვის საჭირო ინვენტარით.

ICDI და IDMC ერთობლივი სადამკვირვებლო მისია არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ მშვიდობიან, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩვენო გარემოს. ასევე,  თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან და საარჩევნო კომისიებზე ნებისმიერი სახის ზეწოლისაგან.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

file:///C:/Users/W10X64p/Downloads/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%20%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98.html
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160