სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დროებითი საკონსულტაციო კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრა
2018 წლის 4 ოქტომბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ 9 არასამთავრობო ორგანიზაციის და სადამკვირვებლო სტატუსით მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის’’ ხელმძღვანელი მერი კაპანაძე.
კომისიის წევრებმა წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებზე მონიტორინგის მონაცემები წარმოადგინეს. ასევე იმსჯელეს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მათ შორის, პარტიების შემოწირულებების, დეკლარაციების წარდგენის, წინასაარჩევნო ხარჯების, რეკლამების დაფინანსებისა და სხვა საკითხებზე.
ნახვები 1 087