არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება » ICDI.GE

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ავტორი icdi, 5-10-2018, 16:04 | კატეგორია ---

ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ , ააიპ ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და ააიპ ,,ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921“ აგრძელებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა, იყო შემთხვევა მისიის განხორციელებისას, მისიის დამკვირვებელთან, განხორციელდა სატელეფონო ზარი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან და დამკვირვებლისგან ითხოვდნენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ.

ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სატელეფონო კომუნიკაციისას აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს. ფაქტთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისას ჩვენი დამკვირვებლები იცავენ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში შემუშავებულ მეთოდოლოგიას და პრინციპებს. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების მიმართ არიან მიუკერძოებლები და საკუთარ დამოკიდებულებას საჯაროდ არ გამოხატვენ სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისას.

საარჩევნო პროცესებში მონაწილე ყველა მხარეს მოვუწოდებთ, დავიცვათ კანონმდებლობით მონიჭებული უფლებები და ვალდებულებები; ხოლო გამოკითხვისას დეტალურად მივუთითოთ გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანი თუ უფასო; ორგანიზაცია, რომელიც ატარებს გამოკითხვას (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი) და გამოკითხვის მეთოდი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160