ქცევის კოდექსზე ხელმოწერა
2018 წლის 01 ოქტომბერს ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა" (ICDI) ცესკოსა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად ხელი მოაწერა ქცევის კოდექსს.
აღნიშნული დოკუმენტი 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავდა და ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს.
დღეის მდგომარეობით ეთიკის კოდექსს ხელი 28 დამკვირვებელმა ორგანიზაციამ მოაწერა.
ნახვები 1 028