სახალხო დამცველის შეხვედრა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან » ICDI.GE

სახალხო დამცველის შეხვედრა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

ავტორი icdi, 3-10-2018, 15:23 | კატეგორია ---

2018 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი შეხვდა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" (ICDI) წარმომადგენელმა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2019-2021 წლების სტრატეგიული ამოცანები, ორგანიზაციული განვითარების ძირითადი პრიორიტეტები და 2019 წლის სამოქმედო გეგმის გაცნობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის.

სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა აპარატში დასაქმებულ და დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური ჩართულობით და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შეფასების შედეგად. სტრატეგიის ეფექტური განხორციელებისთვის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში იგეგმება სტრუქტურის რეორგანიზაცია, რომელიც არსებული სტრუქტურული ერთეულების და ადამიანური რესურსის უფრო ეფექტურ გამოყენებას ისახავს მიზნად.

პროცესი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160