ცესკოს სწავლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა » ICDI.GE

ცესკოს სწავლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა

ავტორი icdi, 3-10-2018, 15:04 | კატეგორია ---

2018 წლის 19 სექტემბერს ცესკოს სწავლების ცენტრმა 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებლად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას დაესწრნენ ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის’’ წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად თითოეული ჩართული მხარის როლის მნიშვნელობის წარმოჩენა.

სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
კენჭისყრის დღე და საარჩევნო ოპერაციების მართვა;
არჩევნებში ჩართული მხარეების უფლებრივი მდგომარეობა;
კენჭისყრის დღის საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა;
ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
კენჭისყრის შედეგების შეჯამება.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ასევე გაეცნენ უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმებს და არჩევნების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება უზრუნველყვეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), შინაგან საქმეთა სამინისტროს და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160