საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას » ICDI.GE

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას

ავტორი icdi, 9-09-2018, 23:14 | კატეგორია ---

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას
კომუნიკაციების ეროვნული კომისია l GNCC
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ (შემდგომში - საარჩევნო კოდექსი/კოდექსი) 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, დაიცვან საარჩევნო კოდექსის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულნი არიან 8 სექტმებრიდან დაიწყონ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესრულება.

ამასთან, ამავე კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, სათემო მაუწყებელი, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულნი არიან 8 სექტემბრიდან დაიწყონ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გარდა ამისა საქართველოს კანონის ,,მაუწყებლობის შესახებ“ (შემდგომში- კანონი) 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს. შესაბამისად, მაუწყებლის მხრიდან საარჩევნო სუბიექტისათვის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა იყოს საარჩევნო რეკლამაში სხვა ტელევიზიის ლოგო არსებობა.

გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის 8 სექტემბერს სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილის ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას ,,თავისუფალ დემოკრატებს“ რიგი მაუწყებლობები უქმნიან არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამო დამაბრკოლებელ გარემოებებს, კოდექსის და კანონის შესაბამისად არ განათავსებენ წარდგენილ წინასაარჩევნო რეკლამას, მოგმართვათ, თხოვნით, დროულად მოახდინოთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება და მაუწყებლობებს გაუწიოთ რეკომენდაცია, რომ მომავალში თავიდან აცილებული იქნას კანონით გაუთვალისწინებელი დამაბრკოლებებლი გარემოებების შექმნა საარჩევნო სუბიექტებისათვის, რათა არ შეიქმნას არათანაბარი და დისკრიმინაციული საარჩევნო გარემო.

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი
ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160