საგრანტო პროექტის ,,ჩემი არჩევანია!" ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები საჩხერესა და ჭიათურაში.
ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა" (ICDI) სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, საგრანტო პროექტის ,,ჩემი არჩევანია!" ფარგლებში განახორციელა ამომრჩევლებთან შეხვედრები საჩხერესა და ჭიათურაში.
პროექტის ,,ჩემი არჩევანია!"-ს მიზნებია 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონის (ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ქუთაისი და წყალტუბო) მოსახლეობის ინფორმირება და ამომრჩეველთა საარჩევნო პროცესში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლება.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე ICDI-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებთან განიხილავდნენ აქტიური მოქალაქის როლს, დემოკრატიის მნიშვნელობას, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საარჩევნო პროცედურებთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან და კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამომრჩევლებს ორგანიზაციის მხრიდან გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები და სხვა ბრენდირებული მასალები.
ნახვები 791